x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რას წერდა გერმანული და სხვა ქვეყნის პრესა 1941 წლის 22 ივნისს?

1941 წ. 22 ივნისი – ეს თარიღი სამუდამოდ აღიბეჭდა სსრ კავშირის ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე. მაშინ არავინ იცოდა, რომ კვირა დილით, სისხლიანი ბრძოლა დაიწყებოდა, რომელიც, თითქმის, ოთხ წელს გაგრძელდებოდა...

იმ დილით, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და მათთვის არავის უთქვამს, ომის დაწყების შესახებ. ეს ინფორმაცია, მოლოტოვმა დღისით, რადიოში გამოაცხადა.


image


საბჭოთა პრესა, ჩვეულებრივ რეჟიმში გამოიცა. მაგ., «იზვესტიამ» («Известия») იმ დღეს, ომზე ვერაფერი დაწერა და გაზეთის მთავარი სტატია, სტადიონს და სპორტულ შეჯიბრებას ეძღვნებოდა, რომელშიც ათლეტები მონაწილეობდნენ, სსრ კავშირის რესპუბლიკებიდან.

გაზეთი ასევე, მასალას შეიცავდა, საერთაშორისო მოვლენების შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ გერმანულმა წყალქვეშა ნავმა სატრანსპორტო ხომალდები ჩაძირა და ბრიტანულმა ავიაციამ, საფრანგეთის სანაპირო დაბომბა, სადაც გერმანული ჯარების ნაწილები იყო განლაგებული.

«კომსომოლსკაია პრავდა» («Комсомольская правда») სამშაბათობით გამოდიოდა და უკვე პირველ გვერდებზე, იყო სტატიები, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ასევე, მოლოტოვის სიტყვა ომის დაწყების შესახებ და სტალინის პორტრეტი. გარდა ამისა, გაზეთი შეიცავდა ინფორმაციას, გერმანიის წინააღმდეგ, წითელი არმიის ორდღიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ და კომკავშირის წევრების განწყობაზე, რომლებიც მზად იყვნენ გამარჯვებისთვის ემუშავათ და საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დასაცავად წასულიყვნენ... და მხოლოდ ბოლო გვერდზე, ავტორიტეტული გამოცემა მკითხველს უყვებოდა, საერთაშორისო ვითარების და იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა, ერთ-ერთ სამობილიზაციო პუნქტში, უწყვეტ ნაკადად მიდიოდა.

სსრ კავშირის მედიამ, ვერ მოახერხა ინფორმაციის დროულად გამოქვეყნება, ნაცისტების ვერაგული თავდასხმის შესახებ, მაგრამ დასავლურმა პრესამ, ეს წარმატებით გააკეთა.

«The New York Times»–ი 22 ივნისს, სსრ კავშირზე, გერმანული ჯარების სამხედრო შეტევის შესახებ წერდა. ნომერში საბჭოთა კავშირის რუკა იყო და მის გვერდით, გაზეთის ერთ-ერთი ჟურნალისტის სტატია, იმის შესახებ, რომ არ შეიძლებოდა გერმანიის ნდობა და მასთან თავდაუსხმელობის აქტის გაფორმება.

მიმდინარე მოვლენებს, ნორვეგიული პრესა გაზეთი «Aftenposten»–ით გამოეხმაურა. 23 ივნისს გამომცემლობამ ქვეყნის მოქალაქეებს შეატყობინა, სსრ კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის, სასტიკი ბრძოლის დაწყების შესახებ... და ბრალი, მომხდარი ფაქტის გამო, მთლიანად მოსკოვს დააკისრეს, რადგან ის, ორმაგ თამაშს თამაშობდა.

ჟურნალ – «Time»–ში გამოქვეყნებული იყო ანალიზი, თუ რამდენ ხანს შეძლებდა სსრ კავშირი გაძლებას? და რომ ამ დიდი დაპირისპირების შედეგი, დამოკიდებული არა გერმანელებზე, არამედ სწორედ მათზე იქნებოდა.

გერმანული პრესა კი, უფრო პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე საინფორმაციოს. საბჭოეთთან დაპირისპირების პირველ დღეებში, მასში მოწოდებები იყო, ბოლშევიზმის განადგურების და სსრ კავშირის, როგორც ქვეყნის, პირისაგან მიწისა აღგვის შესახებ.

ასე მაგ., გაზეთმა – «Volkischer Beobachter», 24 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, ბოლშევიკების პარტიის «ტახტიდან ჩამოგდების» და სსრ კავშირის სივრცის ბედის გადაწყვეტის შესახებ.

პრესის ორგანო – «ახალი სიტყვა», რომელიც გერმანიაში მათთვის გამოდიოდა, ვისაც რუსული ესმოდა, ჯერ კიდევ ივნისს დასაწყისში წერდა, რომ სსრ კავშირის ყველა ხელმძღვანელი ებრაელი იყო და მათ მოსახლეობა მონებად აქციეს, რომლებიც ყველაფერს, ზემდგომების მითითებით ასრულებდნენ და მათ შორის, სამშობლოსაც იცავდნენ.

სტატია საბჭოთა მოქალაქეებს, მთავრობის დამხობისკენ და ასევე, ამერიკის და ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.



* სენსაციური აღმოჩენა თურქეთში – ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე ძველი კალენდარი

* სიბრძნის მასწავლებელი (იგავი)

* ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0