საზოგადოება „ხაზარაძეს "ტვ პირველის" უსაქციელობის გამო ვსჯი და არ ვაძლევ, მაგრამ "ლელო" ჯობია "ენმ/აჰალს“ - ჩერგოლეიშვილი 17 ოქტომბერი, 18:29 . ეს ვინ ჩემი ღლეა არ ვიცი, მაგრამ იმ ამომრჩევლების დასჯას ითხოვს ვინც გახარია/ხაზარაძეს ხმას მისცემს.
კიდევ ერთი მიზეზი რომ გახარიას ხმა მივცე.
(ხაზარაძეს ტვ პირველის უსაქციელობის გამო ვსჯი და არ ვაძლევ - მაგრამ სხვებს მოვუწოდებ, რომ სჯობს ლელოს მისცენ, ვიდრე ენმ/აჰალს თუ თავკომბალა მიშა არ უნდათ მიიღონ)
,
აუ რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს.
გიგამ ალიანსის წინაპირობად მთავარის გახსნა რომ დაუყენა გვარამიას, მეო ვერ ვაკონტროლებ მთავარს, ნაყოფია მიშლის ხელსო - ატყუებდა.
ისე უნდოდა პარტიის hostile takeover, რომ ჩვენ არ გამოვეჩინეთ - ეგ ვიღას დააინტერესებს, ჩვენ თუ ხალხთან კომუნიკაციის გზები ხსნილი გვაქვს
(ელენე, ზურა და მელია კი ყავს ბანდეროლივით ამოჩრილი. სიის პირველი ნომრობაც არავის დაუთმო, ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი).
ვისაც მიშას ბეზპრედელი არ გინდათ, ბიძინას ბეზპრედელის სანაცვლოდ, ნაცებს და აჰალს ხმა არ მისცეთ. ვინც დამიჯერებთ, არ ინანებთ.
.
2012 წელს ხელისუფლება რომ შეიცვალა და საერთაშორისო ინტიტუტებს ვხვდებოდი, როგორც მედია, რუსთავი ორის საინფორმაციოს უფროსი იდგა და წინა ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა.
თვითონ იყო საინფორმაციოს უფროსი, და უგულავა და ტყეშელაშვილი რასაც ეტყოდა, უბრალოდ აკეთებდა წინააღმდეგობის გარეშე.
ახლაც რუსთავზეა და რასაც რეჟიმი ეტყვის იმას აკეთებს.
ზეწოლად ასაღებს, რომ უსიტყვოდ ასრულებს რეჟიმების სურვილებს.
.
ერთადერთი, 2012 წელსვე მინდოდა რომ გიგა ცალკე გამოსულიყო და თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნა დაეწყო.
მაგრამ გიგას ლოგიკაც მესმოდა, რომ როცა გუნდს დასაჭერად დაგდევენ, გემს არ ტოვებ ვირთხასავით იქამდე, სანამ გემზე ყოფნა იმხელა მორალური კომპრომისი არ გახდება, რომელსაც ვერ გაიღებ იმიტომ რომ ვირთხად გადაიქცევი.
.
მაშინ როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ტელემედია ქართველი ხალხის მანიპულაციითაა დაკავებული ფულის სანაცვლოდ (რადგანაც ტელემედია კლასი იმდენად გაუნათლებელია, რომ ცოდნას ვერ ყიდის, სინდისს თუ გაყიდის), ჩემნაირები სიმართლეს ილაპარაკებენ, რამდენი პრეტენზიაც არ უნდა მოვისმინოთ "ოპოზიციის გაშავებაზე".
იმიტომ რომ ქართველი ხალხის ისტორიული მისიის შესრულებისკენ გზა ინფორმირებულ ამომრჩეველზე გადის. მადლობა ტაბულას, რადიო თავისუფლებას, პუბლიკას, ნეტგაზეთს, ონჯის, რომ ტელემედიაჯაგათა უღირსებას აბალანსებს და საკუთარ მისიას პირნათლად ასრულებს.
.
პარტიის დაფუძნებისთვის ფინანსური დახმარება ვითხოვე და 40 წუთში 2000 ლარი მოგროვდა.
იქამდე ტექნიკისთვის და გენოციდის პროექტისთვის მოგროვდა 35 ათასი ლარი.
ეს ის ხალხია, ვის ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ.
.
ეს ადამიანები ორმა იმპოტენტმა სუტენორმა - გიგი წერეთელმა და კაკო ბობოხიძემ გაძარცვა, როცა დაინახა, რომ ახალგაზრდების მონაგარით ისევ რელევანტურები გახდნენ და კონკურენტები ჩვენი წარმატების განეიტრალებით დაინტერესდნენ.
ამ სუტენორ მძარცველებს ისტორიის სანაგვეზე ვაბურთავებთ, სანამ გვეხსომება.
მათ საკუთარ ოჯახებს შერცხვებათ მათ გამო.
კიდევ კარგი ტვ პირველი არსებობს, თორემ ამ დიდებულ ამბავს ხომ ვერ გაიგებდა ქართველი ერი!!!
.
საზოგადოებრივ თემებზე რომ ვჩხუბობ, თემა ძირითადად ისაა, რასაც შეიძლება ამ მომენტში პრეტენზიულ ახირებად ხედავდეს ადრესატი, მაგრამ მოგვიანებით ამ ჩემს "ახირებებზე" საზოგადოებრივი კონსენსუსი ფართოვდება.
ანუ რასაც ახლა მე ტელემედიაზე ვყვირი, ამას სირცხვილად ჩათვლის ქართული საზოგადოება მალე და ტელეჟურნალისტები უკანა რიცხვით დისკრედიტირდებიან (რაც ახლა აკლდებათ, შეევსებათ).
მაინც რომ იცოდეთ, რა გელით, თუ ამ ქვეყანას ევროპაში დაბრუნება უწერია.
მე მულტფილმად ვხედავ თქვენს მომავალს და ისე გაწვებით.
.
ანუ რას უზამენ იმას რომ ორი წელი იბღავლეს მიშა კვდებაო და ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ, ერთი რეპლიკა არ გაუკეთებიათ, რაც საზოგადოების მიერ სიმართლის გაგებას მოემსახურებოდა.
ამხელა აფერას რომ აჭმევდნენ ხალხს, რას უზამენ?
რას უზამს თეა ადეიშვილი თავის მონურ მონოლოგებს? ხომ შეუძლებელია ნორმალურმა ხალხმა არ ათრიოს ამ თვითდამცირებას რომ ნახავს?
.
.
76 შეფასება არ არის
|