ქალი და მამაკაცი OnlyFans-ის ტყუპმა დებმა დღეში 100 ათასი დოლარის შეთავაზებაზე უარი თქვეს 17 ოქტომბერი, 16:50
ტყუპმა დებმა ამელია და ეიპრილ მედისონებმა ავსტრალიიდან უარი თქეს დუბაიდან ბიზნესმენთან 5 დღიან მიწვევაზე, რა დროსაც მამაკაცი დღეში 100 000 დოლარის გადახდას ჰპირდებოდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათი უსაფრთხოება გახდა, წერს Daily Star-ი.
პორნომოდელებმა აღნიშნეს, რომ მათ შენიშნეს მდიდარი გამომწერის უჩვეულო აქტივობა OnlyFans პლატფორმაზე. სულ რამდენიმე კვირაში მან 15 ათასი დოლარი დახარჯა მათ კონტენტზე. კაცმა გოგოებს აუხსნა, რომ იმპორტის ინდუსტრიაში მუშაობს. ”მან ასევე გამოგვიგზავნა საკუთარი ფოტო, როგორც ამას ბევრი გამომწერი აკეთებს”, - აღნიშნა ეიპრილმა. ის დაახლოებით 35-40 წლის იყო, გარუჯული და საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა. მოგვიანებით, ბიზნესმენმა დები მიიწვია დუბაიში ხუთი დღით, რათა მისი ესკორტი ყოფილიყვნენ. ის მზად იყო ბიზნეს კლასით ფრენის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და საუკეთესო რესტორნებში კვების ხარჯები დაეფარა და ასევე გადაეხადა მათთვის დღეში 100 ათასი დოლარი . სანაცვლოდ გოგოებს ყოველი ღამე მასთან უნდა გაეტარებინათ. „ის ყოველთვის ოცნებობდა ტყუპებთან დაწოლაზე და ჩვენ იდეალურები ვიყავით მისი ფანტაზიისთვის, რადგან ჩვენ იდენტურები ვართ და მისთვის სასურველი ტიპაჟები ვიყავით“, - განმარტა ამელიამ. მამაკაცმა გოგონები გააფრთხილა, რომ თუ ისინი დათანხმდებოდნენ მის წინადადებას, მათ მოუწევდათ ხელი მოეწერათ ხელშეკრულებისთვის ამბის გაუმჟღავნებლობის შესახებ. თუმცა, ტყუპებმა თითქმის მაშინვე უარი თქვეს. „ჩვენ არასდროს ვხვდებით პირადადად ფანებს. მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ჩვენს თაყვანისმცემლებთან დაკავშირება და ინდივიდუალური შეკვეთების მიღება, ჩვენ გარკვეული ზღვარი დაცული გვაქვს“, - განმარტა ეიპრილმა. გოგონების თქმით, მათ არ სურდათ გარისკვა და მათი უსაფრთხოება შეთავაზებულ თანხად არ ღირდა. 450 1-ს მოსწონს
|