შოუბიზნესი One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი გარდაიცვალა 17 ოქტომბერი, 11:56
ლიამ პეინი მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა და რამდენიმე ადამიანმა დაინახა. მანამდე პეინი უცნაურად იქცეოდა: მაგალითად, სასტუმროს ფოიეში ლეპტოპი გატეხა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაზმი სასტუმროში მას შემდეგ მივიდა, რაც მათ აცნობეს "აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც შესაძლოა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდეს". ცოტა ხნის წინ, მუსიკოსი ნახეს მისი მეგობრისა და One Direction ჯგუფის, ნაილ ჰორანის კონცერტზე. გარდაცვალებამდე პეინმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტოები შეყვარებულთან ქეით კესიდისთან ერთად და ასევე დაწერა, რომ არგენტინაში შესანიშნავ დროს ატარებდა. ლიამ პეინმა კარიერა მოზარდობაში დაიწყო და 2010-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული ჯგუფის One Direction-ის წევრი, ჰარი სტაილსთან, ლუის ტომლინსონთან, ზეინ მალიკთან და ნაილ ჰორანთან ერთად. 2021 წელს ლიამ პეინმა აღიარა, რომ ებრძოდა ალკოჰოლსა და ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულებას. "რთული პერიოდი იყო. ჩემი ოჯახი ძალიან ღელავდა ჩემზე", - იხსენებს ის. 15 1-ს მოსწონს
|