დღეს ჟურნალმა Forbes -მა 40 წლის კიმ კარდაშიანი, რეალითი შოუს ვარსკვლავი ოფიციალურად შეიყვანა მილიარდერთა სიაში. ჯერ კიდევ ოქტომბერში კარდაშიანის ქონება “სულ რაღაც" 780 000 000 აშშ დოლარი იყო, დღეს კი უკვე მილიარდია. ფინანსური ზრდის მიზეზი კიმის 2 წარმატებული ბრენდი კოსმეტიკური კომპანია KKW Beauty და ქალის თეთრეულის და ტანსაცმლის ბრენდი Skims.
ამას რა თქმა უნდა ემატება მისი სარეკლამო კონტრაქტები ( ინსტაგრამზე 213 000 000 გამომწერით) და ქმართან გაშორების შემდეგ მიღებული ქონებაც.