საზოგადოება „ძალიან მინდა ეკრანზე დაბრუნება, ველოდები არჩევნებს! მალე დავბრუნდები, ოღონდ როცა ეს ხელისუფლება წავა“ - მაია ასათიანი 16 ოქტომბერი, 23:31
.
ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სამწლიანი დუმილი დაარღვია და ტელეეკრანებიდან გაუჩინარების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 16 ოქტომბერს ის ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემას სტუმრობდა სადაც სხვა საინტერესო თემებთან ერთად მის მოსაზრებებზეც ისაუბრა და ასევე ყველასთვის საინტერესო შეკითხვას უპასუხა – თუ როდის დაბრუნდება ის ტელეეკრანებზე. მისი თქმით, ის საპარლამენტო არჩევნებს ელოდება.
როგორც მაია ასათიანმა განმარტა, ტელეეკრანზე დაბრუნებას ის სულ მალე გეგმავს, რადგან ძალიან მოენატრა ეს სფერო და თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, უკვე ზუსტად იცის როგორი ფორმატის გადაცემას მოამზადებს, ვინ იქნება მისი ახალი გადაცემის სამიზნე აუდიტორია და რისთვის გაკეთდება ეს გადაცემა. “ველოდები არჩევნებს, ახლა მე ძალიან მინდა ტელეეკრანზე დაბრუნება!... ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები! ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ... აუცილებლად დავბრუნდები. ზუსტად ვიცი, რა გადაცემას და როგორ გავაკეთებ, ვისთვის იქნება ეს გადაცემა და როგორი სასარგებლო იქნება. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი. ამაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გვქონია. ვხედავ იმ დღეს, როცა დავბრუნდები. ეს აუცილებლად მოხდება, მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, – ამბობს მაია ასათიანი. . 113 1-ს მოსწონს
|