x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დივებიც კი ბერდებიან" - 60 წლის ბელუჩის ახალმა უფილტრო ფოტოებმა მისი ფანებიც კი დაამწუხრა

image

"დივებიც კი ბერდებიან", - მწუხარებით აღნიშნეს 60 წლის, იტალიური კინოს "ხატის" მონიკა ბელუჩის თაყვანისმცემლებმა მისი ახალი, უფილტრო და დაუმუშავებელი ფოტოების ხილვისას, როგორც ცნობილია, იტალიური კინოს მშვენებამ დაბერება პლასტიკური ოპერაციების გარეშე გადაწყვიტა.


image



"ცხოვრება მიდის, ფიზიკურად ვიცვლებით და ამას უნდა შევეგუოთ. ვერაფერს გააწყობ. ამავე დროს, ჩვენ გაგვიმართლა კიდეც! თუ ვბერდებით, ეს ნიშნავს, რომ დიდხანს ვცოცხლობთ, მაშინ როდესაც სხეული ჭკნება, სული წინა პლანზე ინაცვლებს".


image



როგორ გამოიყურება იტალიური კინოს ნამდვილი ლეგენდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, რომელიც ბუნებრივ დაბერებას ანიჭებს უპირატესობას, შეგიძლიათ აღნიშნულ პოსტში იხილოთ: "ვის სჭირდება სილიკონის ნიღბები?", "ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში, სიბერეც კი გიხდებათ", "ძალიან ღირსეულად ბერდება", "ბრავო, მონიკა საკუთარ სახეს ბოლომდე ინარჩუნებს".


image


"ვაღმერთებ ამ მსახიობს", "მონიკა, მშვენიერი ხართ", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ყველასთვის საყვარელი "მალენას" ახალი ფოტოების ქვეშ კომენტარებში.







0
204
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
204