x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ინტიმური პარიკები, სხეულის მაკიაჟი და ყალბი ოფლი: როგორ იღებენ სექსის სცენებს კინოში

image

გაინტერესებთ, სინამდვილეში რა ხდება კადრში, როდესაც მსახიობები მთელი გრძნობებით ვნებებს ეძლევიან? რა თქმა უნდა, არა რეალური სექსი! მოდით, ფარდა ავხადოთ საიდუმლოს და ერთად ვნახოთ, თუ როგორ იღებენ კინოში "18+" სცენებს.




ინტიმური სცენების დადგმას ქორეოგრაფები უზრუნველყოფენ


image


წარმოიდგინეთ, ინტიმური სცენების გადასაღებად რამხელა ძალისხმევაა საჭირო - ვინაიდან სექსი კადრში არა მხოლოდ მაქსიმალურად ბუნებრივად, არამედ რაც შეიძლება ესთეტიკურადაც უნდა გამოიყურებოდეს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად საჭირო მოძრაობების "დახვეწაში" მსახიოებებს ქორეოგრაფები ეხმარებიან. თავიდან პროფესიონალები, მოცეკვავეებთნ ერთად საწოლის სცენებს დეტალურად აანალიზებენ, თითოეულ მოძრაობას ამუშავებენ და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე მსახიობებსა და ოპერატორებსაც დაწვრილებით უხსნიან, თუ როგორ მიაღწიონ ბუნებრიობას.




არანაირი სასქესო ორგანო კადრში


image


ყველა მსახიობი აბსოლუტური სიშიშვლისთვის მზად არ არის, თუნდაც საწოლის სცენების გადაღებისას. ასეთი შემთხვევებისთვის, კოსტუმერებს მზადყოფნაში ყოველთვის აქვთ ისეთი სპეციალური შესანიღბი საშუალებები, როგორიც - ნაჭრები, ლენტები, ინტიმური ბალიშები და სხვა მსგავსი მასალაა.



დუბლიორები ყველაზე "შავ" სამუშაოს ასრულებენ



image

ყველაზე მგზნებარე სცენებს, როგორც წესი, დუბლიორების მონაწილეობით იღებენ. ეს მართლაც ჯოჯოხეთური სამუშაოა - ზოგჯერ ასეთი სცენების გადაღებას 5 - 6 საათი მაინც სჭირდება. მსახიობების ორეულებს როგორც წესი - იდეალური ფიზიკური მომზადება, პლასტიკა და გამძლეობა მოეთხოვება.



სხეულის მაკიაჟი



image

მსახიობების უმრავლესობა კადრში საკუთარ იდეალურ სხეულს არა დიეტოლოგებსა და პერსონალურ ფიტნეს ტრენერებს უნდა უმადლოდეს, არამედ პირველ რიგში - გრიმიორებს. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი რომ ფილმში მთავარი მოქმედი გმირების სხეული იდეალურად გამოიყურებოდეს, ხოლო ცელულიტი, კანის უსწორმასწორო ზედაპირი და სტრიები ეკრანზე შეუმჩნეველი დარჩეს.





მენსტრუაცია - გადაღების შეწყვეტის მიზეზი არ არის




image

თამამ სცენებში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია, განსაკუთრებით კი - კრიტიკულ დღეებში. თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, მსახიობებს ინტიმური სცენების გადადების საშუალება არ აქვთ, ამიტომ იძულებულები არიან ყველაფერი იდეალურად შეასრულონ და საკუთარი სიმორცხვეც შეძლებისდაგვარად დაძლიონ.



ოფლი - გრიმის ნაწილი


image


კამერების წინ სექსის თამაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაღებები გაყინულ პავილიონში მიმდინარეობს ადვილი არ არის. იმისათვის, რომ მსახიობები კადრში ოფლიანი გამოიყურებოდნენ, გრიმიორები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ - ყველაზე ხშირად კი, ისინი მათ სახეზე ვაზელინს ან წყალში გაზავებულ საბავშვო ზეთს უსვამენ.



მთავარი ტრენდი - სასქესო ორგანოების პარიკები


image


შუა საუკუნეების დროინდელი ინტიმური პარიკები თქვენ წარმოიდგინეთ და, XXI საუკუნეშიც აქტუალობას არ კარგავს. თუკი მათ ადრე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვალის დასაფარად იყენებდნენ, ახლა ინტიმურ პარიკებს მსახიობები ყველაზე ხშირად ისტორიულ ფილმებში, თამამი სცენების გადასაღებად იყენებენ.



მსახიობები, რომლებსაც ინტიმური სცენების დასრულების შემდეგ გადამღები ჯგუფის თვალწინ შიშველი სიარული ერიდება


image


მიუხედავად თავიანთი ქარიზმისა და სითამამისა, ბევრი მსახიობი თამამი სცენების გადაღებისას მაინც სერიოზულ დისკომფორტს განიცდის. ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, დაძაბულობის მოსახსნელად გადასაღებ მოედანზე სპეციალურად დაქირავებული ადამიანები არიან, რომლებიც ინტიმური სცენების გადაღების დასრულებისთანავე მსახიობებს სამოსს აწვდიან და მათ, თავინთი ახირებებისა და კაპრიზების შესრულებაში ყველანაირად ეხმარებიან.

0
2474
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2474