კინო წარსულის არარეალური სილამაზის ლამაზმანები: ცნობილი ქალბატონების 10 ძველი ფოტო 22 მაისი, 20:58 დაბერილი ტუჩები, სილიკონის მკერდი, სილამაზის ინექციები... დღეს, სულ უფრო რთული ხდება ცნობილი ქალბატონების ერთმანეთისგან გარჩევა. რა თქმა უნდა, წარსულშიც არსებობდა მოდა, მაგრამ მისი დახმარებით ქალები თავიანთი ინდივიდუალობის ხაზგასმას ცდილობდნენ.დემი მური![]() ახალგაზრდობაში დემი პიკანტურ ფოტო გადაღებებში ხშირად მონაწილეობდა. კამერის წინ გაშიშვლება მომავალი ვარსკვლავისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მსახიობმა საკუთარი კარიერა თავისი ქალაქის ბარში მოცეკვავედ დაიწყო. ის შესაშური გამძლეობითა და მონდომებით ადიოდა ჰოლივუდის მწვერვალზე. დღეს კი, მისი სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი.ჯეინ ბირკინი და ბრიჯიტ ბარდო![]() ჯეინ ბირკინი და ბრიჯიტ ბარდო პოლიტიკით იყვნენ გატაცებული. პირველ ფოტოზე მეგობრები პოლიტიკური თვითგანათლების წრის შეხვედრაზე მიიჩქარიან, მეორეზე კი - ისინი ფილმ "დონ - ჟუანის" (1973) გადასაღებ მოედანზე არიან. ფილმში მეგობრებმა უჩვეულო ამპლუა მოირგეს.
მერლინ მონრო![]() მერლინი იმდენად პოპულარული იყო, რომ მისნაირ გოგოსთან შეხვედრაზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა. თავისი მადისაღმძვრელი ფორმების წყალობით, მსახიობმა 1952 წელს "მის ამერიკის" კონკურსში გაიმარჯვა. მერლინი ყოველთვის თამამ ჩაცმულობას ამჯობინებდა, თუმცა მაინც ისეთ სამოსს არჩევდა, რომელიც მას იდუმალებას უნარჩუნებდა.
ოდრი ჰეპბერნი![]() ბრიტანელი მსახიობი გამხდარი და მოხდენილი იყო. ფილმების "როგორ მოვიპაროთ მილიონისა" და "საუზმე ტიფანისთან" ვარსკვლავმა მაყურებელი თავისი სილამაზით პირველივე გამოჩენისთანავე მოხიბლა. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ოდრი ამერიკული კინოს დიდებულ მსახიობებს შორის საპატიო მესამე ადგილზე დაასახელა.ბეტი ბროსმერი![]() 1950-იან წლებში ბეტის ყველაზე ლამაზი ფიგურის მქონე გოგონას უწოდებდნენ. გოგონა ბოდიბილდინგით იყო დაკავებული, რამაც ჰოლივუდის პროდიუსერებისა და მოდის ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო. გოგონა ასევე "პინ-აპის" მოდელიც გახლდათ.მადლენ სმიტი![]() 1970-იანი წლების კინოვარსკვლავმა ბევრ საშინელებათა ფილმში და კომედიურ სერიალში ითამაშა. მართალია, მადლენს კინოში წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუმცა ბევრ იმდროინდელ მამაკაცს გულს კი ნამდვილად უჩქარებდა.
სოფი ლორენი![]() თუ სოფი ლორენის ფოტოებს შევხედავთ, ცხადი გახდება რომ ლამაზი სხეულის დემონსტრირება ყოველთვის იყო და იქნება საზოგადოების მოთხოვნა. აი, რატომ უნდა დამალო ასეთი სილამაზე დიდი ზომის სამოსის ქვეშ?ენ მილერი![]() 1930-1940-იანი წლების ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს, ენ მილერს ძალიან უყვარდა სადღესასწაულო ფოტო გადაღებების ორგანიზება. მისი ფოტოსესიების კოლექცია მოიცავდა - შობის, ჰელოუინისა და ზღვისპირა დღესასწაულებისადმი მიძღვნილ თემატურ კადრებს.პრინცესა დიანა![]() "ადამიანთა გულების დედოფალი" - ასე უწოდებდნენ პრინცესა დიანას დიდი ბრიტანეთის სამეფოს ხელქვეითები. ლედი დი უელსის პრინცის, ჩარლზის მეუღლე გახლდათ. ის იყო განთქმული თავისი გულმოწყალებით, სიკეთითა და საკუთარი სტილით, რომელიც სამეფო სტილისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.მატა ჰარი![]() მატა ჰარი - ისტორიაში ალბათ ყველაზე მომხიბვლელი ჯაშუში იყო, რომელმაც თავის ქვეყნას სარგებელი მოუტანა, თუმცა ცოტამ თუ იცის როგორ გამოყურებოდა ულამაზესი კურტიზანი ქალი, რომელიც ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს. აი, მისი ფოტოც.826 1-ს მოსწონს |