x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 მსახიობი, რომელიც ცნობილი "საწოლის" სცენების შემდეგ გახდა

image


ზოგიერთი მსახიობი გასაოცარ სითამამეს ავლენს, როდესაც საქმე ისეთ სცენებს ეხება, სადაც მათ დედიშობილა თამაში მოეთხოვებათ. ზოგიერთი მათგანი უხერხულობის განცდას ყველა საშუალებით უმკლავდება, ​​რადგან ამას პროფესიონალიზმი მოითხოვს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ასეთი ეპიზოდების შემდეგ პოპულარული როგორც მაყურებლებს, ასევე რეჟისორებს შორისაც გახდება. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა წარმატებას პიკანტურ სცენებში თამაშით მიაღწიეს, რომლებიც მათგან პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას, ძალასა და შეუპოვრობას მოითხოვდა.



დრიუ ბერიმორი


image


დრიუ კარიერის დასაწყისში მზად იყო ხელოვნებისთვის ყველანაირ რისკზე წასულიყო. მსახიობმა რეჟისორ ავი ნეშერის 1993 წელს გადაღებულ ფილმში "Doppelganger" მაყურებელი თავისი პროფესიონალიზმითა და გამბედაობით მოხიბლა, მსახიობს ფილმში დედიშობილა თამაში მოუწია, მას შემდეგ დრიუს "თამამ" სცენებში მონაწილეობა უკვე აღარ ეუხერხულებოდა.



დომინიკ სვეინი


image



რეჟისორი ედრიან ლაინი ნაბოკოვის სკანდალური რომანის ეკრანიზაციას დიდხანს და საკმაოდ რთულად იღებდა - და აი, როგორც იქნა ფილმმა დღის სინათლეც იხილა! თუმცა მაყურებელმა ნამუშევარი ცუდად მიიღო, კრიტიკის ქარცეცხლში ფილმის მესვეურნი აღმოჩნდნენ, რადგან იმ დროს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო. გადაღებების დროს სხვადასხვა სპეცეფექტები და ხრიკები იქნა გამოყენებული, რათა მასა და მის პარტნიორს შორის დისტანცია ყოფილიყო.




მეგი ჯილენჰოლი


image


მეგი ჯილენჰოლი თამამად შეუერთდა იმ მსახიობთა რიგებს, რომლებიც კარიერის გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყვნენ. მსხიობისთვის ფილმ "მდივან ქალში" შესრულებული როლი ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც მისი სამსახიობო ბედი რადიკალურად შეცვალა. შავი კომედიის თამამ სცენებს მან თავი მარტივად გაართვა, რამაც ხაზი არამარტო მის ნიჭს გაუსვა, არამედ ჰოლივუდელი პროდიუსერების ყურადღებაც მიიპყრო.




ევა გრინი

image


ევა გრინის მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ რომ მათ ქალიშვილს ბერნარდო ბერტოლუჩის ცნობილ ფილმში - "მეოცნებენი" მონაწილეობა მიეღო, რადანაც ევას ორ მამაკაცთან ერთად საწოლის სცენაში დედიშობილა უნდა ეთამაშა, თუმცა გოგონამ მშობლების დარწმუნება შეძლო, რის შემდეგაც მისმა კარიერამ კალეიდოსკოპური სიჩქარით მაღლა სვლა განიცადა.




მილა იოვოვიჩი


image


"მეხუთე ელემენტის" ვარსკვლავი კი ცდილობს არ გაიხსენოს ფილმი "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში", ვინაიდან პროვოკაციულ სცენებში თამაშისას ის მხოლოდ 15 წლის იყო. მილამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ ფილმში მონაწილეობას ისე დათანხმდა რომ მასში თამაში დიდად არც სურდა, მას შემდეგ მსახიობი ყოველთვის ცდილობდა მსგავსი როლებისგან თავი შორს დაეჭირა.









0
232
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
232