x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მთავარი არხის" დირექტორის საჩივარი, ტელევიზიის შავ სალაროსა და საეჭვო ტრანზაქციებზე
image

.

უკანონო ოპერაციები, საეჭვო ტრანზაქციები პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული, მათ შორის 8 მილიონ 500 ათასი დოლარი "ქეშად", საიდანაც 2 მილიონი სხვადასხვა ვალუტით უცხოეთშია გადარიცხული. "კურიერს" ხელში ჩაუვარდა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება. სამი დოკუმენტი, სამივე ეროვნული ბანკისა და "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.

.


2019 -2024 წლები გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამო ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტო და თავად "მთავარი არხი".

.

წერილებში ფიგურირებს გვარები: კობა ნაყოფია, ირაკლი ნიჟარაძე და თეა გვარამია. ერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატია - ნაღდი ფულით მილიონების შემომტანი, მეორე "მთავარი არხის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მესამე კი, ამავე არხის ექსკლუზიური პარტნიორი სარეკლამო სააგენტოს "ნიუ სეილსის"დირექტორი.

.

ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.

საეჭვო სქემა, თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ გაშიფრა, რომელიც თავის მხრივ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. სწორედ მათ შენობაში და მათივე ტექნიკით მაუწყებლობს გვარამიას არხი, რის სანაცვლოდან ისინი არხის მეწილეები გახდნენ. არხის დირექტორი წერს, რომ საეჭვო გადარიცხვები დღესაც გრძელდება.

.

ეროვნულ ბანკში შეტანილი ბოლო საჩივარი 11 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტს რომელიც "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს, წერია რომ მას თან ახლავს 11 დანართი" - სულ 382 ფურცელი.

.

კურიერის ექსკლუზიური ვიდეო რეპორტაჟი ნახეთ აქ>>

1
83
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
83
  
19 ოქტომბერი, 8:15
აბა,რა გგონიათ რო მართლა ხალხის ბედი აინტერესებთ გვარამიებს,ჩახდილ ზურიას,რუბლოვნას და მათნაირებს? ფული უნდათ,ერთი არხით რას შვებიან და ესენი რო ბიუჯეტზე მიუშვა,მერე ნახეთ გადარიცხვები. 9 წელი ხრეს ბიუჯეტი და 12 წელი საარჩევნო და ანტისახელისუფლებო კამპანია აფინანსეს,მაგარი ცხოვრება მოიწყეს და საზღვრებსგარეთ სახლები იყიდეს. თან ერთმა და ორმა კი არა,ბევრმა ნაცებიდან. ამ ქვეყანას პოტენციალი აქვს,მარა მღნელების არმია აზის. ხოდა მოვიდა ბიძო,რომელსაც რაღაც გველის სახელს ეძახდა ერთერთი ნაცი,ხოდა გველები კი სჭამენ მღნელებს. ამიტომაც საჭიროა,ბიძო დარჩეს კიდევ,ბარემ შეჭამოს ეს მღრნელბი და მერე მასაც მიუქსევთ ზღარბს. ეს ზღარბი მთლად ვახტანგა მეგრელიშვილი არ უნდა იყოს ოღონდ
0 1 1