x
image
Yoona
Mediator image
ინგლისური იდიომები სასაცილო ილუსტრაციებში ინგლისური ენის მარტივად შესასწავლად
ამერიკელი ტარა ლეშერი ბავშვთა პროფესიონალი ფოტოგრაფია. 2009 წელს დაწყებითი კლასების მასწავლებლის დიპლომი აიღო. ტარამ გადაწყვიტა სწავლების და ფოტოგრაფიის სიყვარულის გაერთიანება და შექმნა ილუსტრაციების სერია გავრცელებული ინგლისური ფრაზებისთვის.



ჩვეულებრივ, ეს გამონათქვამები აბნევს ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს სიტყვასიტყვით აღიქვამენ, და უცხოელებს, რომლებიც ინგლისური ენის შესწავლას ცდილობენ. ქვემოთ მოცემულია პოპულარული ინგლისური იდიომების სასაცილო ილუსტრაციები და ისტორიები, რომლებიც ზოგიერთის მიღმა იმალება.



Cat Got Your Tongue

image

სიტყვასიტყვით: კატამ შენი ენა წაიღო


მნიშვნელობა: ენა გადაყლაპე, მეტყველების უნარი დაკარგე



ამ იდიომის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთ თეორიაში ნათქვამია, რომ მისი წარმოშობა უკავშირდება ცხრაკუდიან მათრახს, რომელსაც „კატას“ უწოდებდნენ და გამოიყენებოდა ერთ ფილოსოფიურ სკოლაში ცუდი სტუდენტების დასასჯელად. ის, ვის დასჯასაც აპირებდნენ, შიშისგან სიტყვას ვერ იღებდა. მეორე, უფრო შემზარავი თეორია უკავშირდება ძველ აღმოსავლურ ტრადიციას, რომლის დროსაც მატყუარებს ენას აჭრიდნენ და კატებს აჭმევდნენ.



Raining Cats And Dogs

image

სიტყვასიტყვით: კატების და ძაღლების წვიმა მოდის

მნიშვნელობა: თავსხმა წვიმა, კოკისპირული წვიმა



ამ იდიომის წარმოშობის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. მათგან ყველაზე საინტერესოა: შუა საუკუნეებში ინგლისში სახლების სახურავები, როგორც წესი, დაფარული იყო ჩალის სქელი ფენით და განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილი იყო კატებისთვის, ძაღლებისთვის და სხვა პატარა ცხოველებისთვის (როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მასალა სითბოს უკეთ ინარჩუნებს). ძლიერი წვიმის დროს ცხოველები ხანდახან სრიალით ქვემოთ ვარდებოდნენ და ბრიტანელებმა დაიწყეს ძლიერი წვიმის ასოცირება კატებისა და ძაღლების ჩამოვარდნასთან, აქედან მოდის გამოთქმა it’s raining cats and dogs.



Couch Potato

image

სიტყვასიტყვით: დივნის კარტოფილი

მნიშვნელობა: ნაცარქექია, შინაყუდა, უსაქმური და უინიციატივო ადამიანი, რომელიც ჭამს სწრაფი კვების პროდუქტებს, უაზროდ უყურებს პლანშეტის, ნოუთბუქის, ტელეფონის, კომპიუტერის და ტელევიზორის ეკრანს.



იდიომა ყოველდღიურ ინგლისურ ენაში გამოჩნდა ამერიკელი მწერლის ჯეკ მინგოს მსუბუქი ხელით, რომელმაც 1979 წელს გამოსცა იუმორისტული ესეების კრებული „The Official Couch Potato Handbook“ („ოფიციალური გზამკვლევი უსაქმურობისთვის“).



Heard It Through The Grapevine

image

სიტყვასიტყვით: ყურძნის მტევნიდან მოვისმინე

მნიშვნელობა: ჭორი გავიგე, სარაფანის რადიოთი გავიგე



ტელეგრაფის პირველი საჯარო დემონსტრაცია 1844 წელს სამუელ მორსმა გამართა და მოწყობილობა ინფორმაციის გადაცემის ეფექტურ საშუალებად შეფასდა. მალე გაირკვა, რომ ტელეგრაფით გადაცემული ერთი შეხედვით ახალი ამბები ზოგიერთი თემისთვის უკვე ცნობილი იყო, მოსავლის მკრეფავებისთვის. ამრიგად, ზოგჯერ ბანალური ჭორები უფრო ეფექტური იყო, ვიდრე რევოლუციური მოწყობილობა.



Crocodile Tears

image

სიტყვასიტყვით: ნიანგის ცრემლები

მნიშვნელობა: სინანულის ცრუ გამოვლენა მზაკვარი ადამიანის მიერ, რომელიც გლოვობს მას, ვინც, როგორც წესი, თავად დაღუპა



არსებობს რწმენა, რომ ნიანგი „სინანულისგან“ ტირის, როცა მსხვერპლს ჭამს. ეს არსაიდან არ გაჩენილა: საჭმლის ჭამის დროს ნიანგის თვალებიდან ცრემლის მსგავსი სითხე ნამდვილად ჟონავს.



Cost An Arm And A Leg

image

სიტყვასიტყვით: მკლავი და ფეხი ღირს

მნიშვნელობა: ძალიან ძვირია, მთელი ქონება ღირს, არაამქვეყნიური ფასი აქვს



აშშ-ში ამ ფრაზის პირველი გამოყენება დაფიქსირდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, გაზეთში The Long Beach Independent. ითვლება, რომ იდიომა გააცოცხლა ომის რეალობამ, როცა იყო მრავალი ცნობა სამხედრო პირების შესახებ, რომლებმაც ომში კიდურები დაკარგეს და ამით ომში გამარჯვების დიდი ფასი გადაიხადეს.



Saved By The Bell

image

სიტყვასიტყვით: ზარის ხმით გადარჩენილი

მნიშვნელობა: ბოლო მომენტში რაიმე ცუდის თავიდან აცილება



ამ იდიომის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. მთავარი ვერსია სპორტს უკავშირდება, კერძოდ კრივს, როდესაც თითქმის წაგებულ მოკრივეს შველის რაუნდის დასრულების სიგნალი.

ადრე ახალგარდაცვლილის საფლავზე ზარს კიდებდნენ, თუ ადამიანი ცოცხალი იყო დამარხული, კუბოში ტრიალებდა და ვიბრაცია ზარს გადაეცემოდა. არსებობდა სპეციალური ღამის დარაჯი, მის ცვლას ერქვა graveyard shift (ეს სახელი დღესაც არსებობს, ასე ეწოდება ღამის სმენას დილის 8 საათამდე). მის მოვალეობაში შედიოდა სასაფლაოს, განსაკუთრებით ახალი საფლავების კონტროლი.



Bull In A China Shop

image

სიტყვასიტყვით: ხარი ჩინურ მაღაზიაში ან ხარი ფაიფურის მაღაზიაში

მნიშვნელობა: მოუხერხებელი და უტაქტო ადამიანი, როგორც ხარი ჭურჭლის მაღაზიაში



მე-17 საუკუნეში ლონდონში სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა გაიმართა. ერთ-ერთმა მოვაჭრემ თავისი ხარი ცუდად მიაბა და მანაც გასეირნება გადაწყვიტა. ისე მოხდა, რომ შევიდა ახლო მდებარე ჩინურ მაღაზიაში, სადაც ლამაზი და ძვირადღირებული ფაიფური იყიდებოდა. მოუხერხებელმა ცხოველმა თითქმის მთელი საქონელი გაანადგურა. მას შემდეგ, მოუხერხებელ ადამიანებს უწოდებენ „ხარებს ფაიფურის მაღაზიაში“.




Mind Your Own Beeswax

image

სიტყვასიტყვით: აკონტროლე საკუთარი ფუტკრის ცვილი

მნიშვნელობა: სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყო



ამ ამერიკული იდიომის ფესვები მოდის იმ დროიდან, როცა ქალები სახლში ცვილს ადნობდნენ სანთლის ჩამოსასხმელად. დიასახლისს ყურადღება რომ გაეფანტა, ცვილი (უარეს შემთხვევაში, ცეცხლი) ქურაზე და ტანსაცმელზე მოხვდებოდა.



Big Wig

image

სიტყვასიტყვით: დიდი პარიკი

მნიშვნელობა: დიდი პირი, მნიშვნელოვანი პიროვნება



ინგლისური იდიომა უკავშირდება დროს, როცა დიდგვაროვნები დიდ პარიკებს ატარებდნენ.



იხილეთ სრულად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:




ასევე დაგაინტერესებთ:

ნიჭიერად დაწერილი წიგნების ეკრანიზაცია, რომლებმაც „ოსკარი“ დამსახურებულად მიიღეს

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ


0
161
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
161