x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მერაბ კოსტავას დაღუპვის ქრონოლოგია
image

დღეს 13 ოქტომბერს ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი და ეროვნულ -განმათავისუფელებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.


გავიხსენებთ ამ ტრაგედიის დეტალებს, თვითმხილველების, მოწმეებიის გამოძიების ფაქტებით დადასტურებულს და არა "კონსპიროლოგიის ვერსიის" და "შეთქმულების" თეორიის ვერსიებით.


12 ოქტომბერს ქუთაისში, "ნივით" გაემგზავრნენ: თამარ ჩხეიძე, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. გამგზავრების მიზანი, როგორც იმ შეხვედრების მონაწილენი იხსენებენ, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა" და "წმინდა ილია მართლის საზოგადოებას" შორის შექმნილი დაპირისპირების დასრულება და მოქიშპე მხარეების შერიგება იყო. იმ დღეს მ.კოსტავა ქუთაისში მიმდინარე საბჭოთა ჯარში გასაწვევ წვევამდელთა საპროტესტო მიტინგზეც გამოვიდა სიტყვით. ქუთაისში ჩასვლის და იქ გამართული შეხვედრების დეტალებს დღესაც დაწვრილებით იხსენებენ უშუალო მონაწილენი. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ქუთათურთათვის ჩვეული გულთბილი შეხვედრები მიტინგზე და კრებაზე დაიწყო, და 13 ოქტომბრის დილამდე სუფრასთან გაგრძელდა ( თვითმხილველთა გადმოცემით თ. ჩხეიძემ ადრე დატოვა სუფრა), თუმცა ქუთაისელ მასპინძლებს სტუმრების გაშვება მაინც არ სურდათ.



1989 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით დილის ცხრა საათზე ქუთაისიდან გამოემგზავრნენ: თამარ ჩხეიძე საჭესთან დაჯდა, რადგან ზურაბ ჭავჭავაძე ნასვამი იყო, მერაბ კოსტავას კი მანქანა არ ჰყავდა და მართვაც არ იცოდა., მერაბ კოსტავა მძღოლის გვერდით და დაჯდა, ხოლო ზურაბ ჭავჭავაძე უკანა სავარძელზე.


მოქუფრული დილა იყო. ცრიდა.


ზურაბ ყველიაშვილი-ავარიის მონაწილე და თვითმხილველი.


- სოფელ ბორითთან, სადაც 1989 წლის 13 სექტემბერს ეს ტრაგედია მოხდა, მკვეთრი, სახიფათო მოსახვევია. გზის ერთ მხარეს ფლატეა, ხევი. ქვემოთ მდინარე მიედინება. მეორე მხარეს კი, კლდეა. მე და ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი ავთო აბრამაშვილი წითელი „ჟიგულით" დასავლეთის მიმართულებით მივდიოდით, ხოლო რძისფერი „ნივა", რომელშიც მერაბ კოსტავა იმყოფებოდა, ჩვენს საპირისპიროდ მოემართებოდა. იმ საბედისწერო მოსახვევში „ნივა" დიდი სიჩქარით შემოვარდა. ზუსტად ამ დროს გზაზე შავმა ძაღლმა გადაირბინა.(თავიდან ხბო ეგონათ) „ნივის" მძღოლმა მკვეთრი მოძრაობით ააცილა ცხოველს მანქანა, თუმცა, სისწრაფის გამო მართვის კონტროლი დაკარგა. მანქანა მოსრიალდა, ამოყირავდა, 1-2 ბრუნი გააკეთა და ჩვენს „ჟიგულს" ზედ სახურავზე დაეცა! ჩვენი მანქანის სახურავი საშინლად დაიჭეჭყა, წინა საქარე მინა მომენტალურად ჩაიმსხვრა. მე და ჩემმა მეგობარმა გონება დავკარგეთ."

image

თამარ ჩხეიძე მაშინაც და ახლაც აცხადებს, რომ ავტოავარია მოწყობილი იყო და მოძრაობისას მისი ავტომობილის წინ რაღაცამ სწრაფად გადაირბინა და ის იძულებული იყო მკვეთრად დაემუხრუჭებინა. ამის შესახებ ორი ვერსია არსებობს:



1. გზაზე ცხოველის (ძროხა ან ძაღლი) გადარბენა;

2. ფერდობიდან საბურავის ჩამოგორება გზაზე;



სხვათა შორის ამ მარკის ავტომობილისთვის დამახასიათებელია ამგვარი ავტოავარიები, რადგანაც მოკლე კორპუსი და სიმძიმის ცენტრის (ძრავის) წინ განლაგება, სწრაფი და ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში ყოველთვის ქმნის ამოტრიალების საფრთხეს. image

ბევრი ფიქრობს, გზის საპირისპირო მიმართულებით მომავალ ან გაჩერებულ "ჟიგულის" მარკის ავტომობილს კაპოტზე რომ არ დაცემოდა შესაძლოს ეს ავტოავარია ფატალური შედეგით არ დასრულებულიყო.



სულ მალე "სასწრაფო დახმარების" მანქანა გამოჩნდა, რომელიც სოფელ ბორითის ამბულატორიის კუთვნილი იყო, რომლიდანაც ორი ქალბატონი გადმოვიდა. უკვე აგონიაში მყოფ მ. კოსტავას ექიმმა ნემსი ("საგულე საშუალება") გაუკეთა მკლავში. სოფელ ბორითის ამბულატორიაში გადაყვანისას მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად საბურავის ჩამოგორების ვერსია არ დადასტურდა. მერაბ კოსტავას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, რადგანაც ამაზე უარი მისმა თანამებრძოლებმა თქვეს.

image

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ზ. ჭავჭავაძე სოფელ ბორითის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ, რაღაც დამთხვევით, იმ დღეებში ბორითში ხშირად წყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც იქ იმყოფებოდა, ასე აღწერს იმ დღეებს:



"რამდენიმე დღე-ღამე მოგვიხდა ბორითში დარჩენა. ექიმებმა გააკეთეს ის, რაც იმ პირობებში შეეძლოთ. ოფიციალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენი საზრუნავი იყო ელექტრო გენერატორი, საწვავი, ჟანგბადის ბალონები. რამდენჯერმე ზურაბის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა". ზ. ჭავჭავაძე შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს.



კომაში მყოფი ზ. ჭავჭავაძე, რომლის მდგომარეობა 16 დეკემბერს საგრძნობლად გაუმჯობესდა და უკვე ოჯახის წევრებს ცნობდა, 1989 წლის 21 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მიზეზი: სისხლში მოხვედრილი "ბ" ჰეპატიტის ვირუსი. როგორ გადაუსხეს ავადმყოფს შეუმოწმებელი სისხლი? რა იყო ეს, ექიმების დაუდევრობა?"კონსპიროლოგთა" მტკიცებით ზურაბ ჭავჭავაძე ამ ავარიიდან ორი თვის შემდეგ საავადმყოფოში "ბ" ჰეპატიტის ვირუსი განზრახ შეუყვანეს, თუმცა ეს არგუმენტიც საკმაოდ უსუსრია, თუ ჭავჭავაძის მოკვლა ვინმეს სურდა, სულაც არ იყო ამისთვის საჭირო საავადმყოფოში ორი თვე წვალება და მისი სიკვდილიც უფრო "ბუნებრივად"გამოჩნდებოდა.

imageფოტოზე: ზურაბ ჭავჭავაძე


მერაბ კოსტავა 1989 წლის 21 ოქტომბერს დაკრძალეს. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული "შავლეგო", 1990 წელს გამოიცა. ეროვნული მოძრაობის გათიშვის კიდევ ერთი მაუწყებელი ფაქტი ის გახლდათ, რომ ამ კრებულში მოთავსებულ ასამდე ფოტოსურათს შორის ადგილი ვერ მოიძებნა ზ. ჭავჭავაძის თუნდაც ერთი ფოტოსთვის.

imageფოტოზე: მერაბ კოსტავას საფლავი

0
289
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0