x
image
Guns N Roses
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

imageდღეს 13:00 საათზე პარლამენტში სხდომა გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. პარლამენტის ახალი თავჯდომარე დავით უსუფაშვილია.
როგორც ცნობილია კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ. ვინაიდან "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 მანდატით არის შესული. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი დაამტკიცა. თანამდებობაზე დამტკიცებამდე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებს სიტყვითაც მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვიცე-სპიკერად წარადგინეს ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც უარი განაცხადა თანამდებობაზე.
"დიდი მადლობა წარდგინებისა და შეთავაზებისთვის, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია 150-კაციან პარლამენტში ამდენი ვიცე-სპიკერის არსებობა. მე უარს ვაცხადებ შეთავაზებაზე, რითაც წლიურად 150 ათასი ლარი დაიზოგება. სხვა მხრივ, მზად ვარ ნებისმიერი დავალება შევასრულო", - აღნიშნა ტყემალაძემ. ვიცე-სპიკერები გახდნენ ასევე ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყველა მოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი მინდობილ საქმეს კარგად გაუძღვებიან.

1
43
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
43
  
2012, 22 ოქტომბერი, 12:49
+1000
0 1 1