საზოგადოება
"ნეტავ, არ წამეკითხა, ეს რა ვნახე!" - რამ აღაშფოთა ელისო კილაძე
9 ოქტომბერი, 20:35
ჟურნალიტი ელისო კილაძე ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ "გორბის" კვლევას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირონიული პოსტით ეხმაურება წერს:
"მოვედი დაღლილი, ის იყო ფეისბუქი გავხსენი ჩამოვსქროლე და ნეტა არ წამეკითხა, ეს რა ვნახე!
ვის აკადრეთ თქვენ, 59, 5%, ვის?!
ჩემი პრემიერი ამბობს, 60%-ზე მეტი მხარდაჭერა გვაქვსო და ვის გაუბედეთ 0, 5% დაკლება ჰა?!"– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს აიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
-
„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
-
გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%
-
ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%
-
გიორგი გახარია პარტიას – 3.8%
-
იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.7%
-
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.