შოუბიზნესი ყველაზე უშნო ვარსკვლავები 8 ოქტომბერი, 19:20 ბარბრა სტრაიზანდი(Barbra Streisand)-მიუხედავად უშნო გარეგნობისა, ეს ქალბატონი ამერიკის შოუ-ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა.ოსკარის, გრემის, ემის და ოქროს გლობუსის მფლობელი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმით "სასაცილო გოგონა", ხოლო ისეთმა სიმღერებმა, როგორიცაა"woman in love" და "way we were"მსოფლიო აღიარება მოუტანა. რონი ჯეიმს დიო-Ronnie James Dio (ნამდვილი სახელი რონი ჯეიმს პადავონა)-გარდაიცვალა 2010 წელს კუჭის კიბოთი.-ამერიკელი როკ-მომღერალი, ჯგუფების-Elf-ის Rainbow-ს და Black sabbath-ის სოლისტი. გარდა უშნო გარეგნობისა, იგი საკმაოდ დაბალიც იყო(1.60სმ.)-თვით ირონიაც იყო, რომ მან ფსევდონიმად "დიო" აირჩია(იტალიურად ღმერთს ნიშნავს.)გარეგნობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხმა ნამდვილად ღვთიური ჰქონდა. მაიკლ ბერიმანი(Michael Bariman)-ამ კაცის სიმახინჯის მიზეზი იშვიათი გენეტიკური დავადებაა, როგორც თვითონ აცხადებს მას 26 ფიზიკური ნაკლი აქვს.ძირითადად მონაწილეობს საშინელებათა ფილმებში.ამ ჟანრის მოყვარულები კარგად იცნობენ მას.სახელი გაითქვა ფილმით-"ბორცვებსაც აქვს თვალები." კლინტ ჰოუვორდი(Clint Howard) -ეს კაცი სიმახინჯის განსახიერებაა, მრავალ ფილმში მონაწილეობს, განსაკუთრებით მაყურებელს "ოსტინ პაუერიდან" დაამახსოვრდებოდა. ვინსენტ სკიაველი(Vincent Schiavelli) -ამერიკელი მსახიობი, გარდაიცვალა 2005 წელს ფილტვების კიბოთი.თამაშობდა ძირითადად ფსიქიურად დაავადებულთა და მონსტრების როლებს.საშინელი გარეგნობის გარდა სიმაღლით(1.98სმ.) და უზომოდ გრძელი ხელებით გამოირჩეოდა.მაყურებლებს დაამახსოვრდებოდა ფილმიდან "მოჩვენება"და "გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა" მერლინ მენსონი(Marilyn Manson) --როკ-მომღერალი, მხატვარი, ჟურნალისტი.(ნამდვილი გვარი-ბრაიან ჰიუ უორნესი.)ამ ადამიანს მრავალმხრივი ნიჭი გამოყვა, თუმცა გარეგნულად ნამდვილ ურჩხულსა გავს. როლინგ სტოუნზი(The Rolling Stones) -ეს ინგლისური როკ-ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლავთ პოპ-ინდუსტრიაში, მათი გაყიდული ალბომების საერთო რაოდენობა 200 მილიონს აჭარბებს, თუმცა ძნელად მოიძებნება მსოფლიოში სხვა ანალოგიური ჯგუფი, სადაც ამდენი უშნო გარეგნობის მუსიკოსი იყოს ერთად თავმოყრილი. როზა ელენა გარსია ეჩავე ესპანელი მსახიობია, დაიბადა 1964 წელს პალმა დე მაიორკაში. სპეციფიკური ნაკვთები არ იძლევა საშუალებას, რომ ქალს ლამაზმანი უწოდოს. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას წარმატებული კარიერის აწყობაში.განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა ფილმმა "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე" (1988) რიჩარდ კილი (1939 - 2014)ამერიკელი მსახიობი ცნობილი გახდა მისი არატრადიციული გარეგნობის წყალობით, რომელიც აერთიანებს მაღალ სიმაღლეს და სახის სპეციფიკურ მახასიათებლებს. ამის აკრომეგალია, დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს. მოლი ბეირი-გრძელი წარბები, პატარა ტუჩები, პარტყუნა ყურები და 0 ზომის მკერდი.-აი, ასე შეიძლება დახასიათდეს მოკლედ ყოფილი ჩოგბურთელი პენსილვანიიდან, თუმცა მასზე დიზაინერები შეყვარებულები არიან. Dior, Chanel და Prada, -აი მცირე ჩამონათვალი, რომლის პოდიუმზეც შეგიძლიათ შეხვდეთ ბეირის.იგი აგრეთვე ვერა ვონის(Vera Wang) სახეცაა. 303 2-ს მოსწონს
|