x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიშა დამადგა ლოს-ანჯელესში, საქმროსთან სახლში და უთხრა..."- რას იხსენებს ია ფარულავა მიხელ სააკაშვილთან რომანზე

image


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე საუბრისას ია ფარულავამ განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო. ფარულავას თქმით, ის საქართველოში ძალით სწორედ ექს- პრეზიდენტმა ჩამოიყვანა, თუმცა მასაც მისივე თქმით, მისი სხვა პარტნიორების მსგავსად ცუდად მოექცა:


"ეს არსად არ მაქვს ეს ნათქვამი. ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი, ვინ იქნებოდა. მიშამ ჩამომიყვანა ძალით 1998 წელს. დამადგა ლოს – ანჯელესში ჩემ საქმროსთან და ჩემ საქმროს უთხრა, მე მიყვარს ია და ცოლად მომყავსო და მეტი რა მინდოდა… მიშა როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა…


მიშას როგორც პიროვნებას მე კარგად ვიცნობ. როგორც პოლიტიკოსზე ცუდს ვერასოდეს ვიტყვი.. მან საოცარი რეფორმები გაატარა ჩვენ ქვეყანაში და არ დასცალდა ბევრი რამ. ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზის ციხეში, მაგრამ მიშა არ გეწყინოს, როგორც ქალი, შენ მე ძალიან ცუდად მომექეცი და ეს შენ ძალიან კარგად იცი..


მიშა რომ დაბერდება, 90 წლის რომ გახდება, მერე დავწერ წიგნს, მანამდე არ ვაპირებ არაფრის დაწერას". – განაცახადა ია ფარულავამ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში".







0
842
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
842