x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ხაჭოს ნამცხვარი (ფუმფულა და გემრიელი)

image


მასალა ცომისთვის (ამ მასალით 14 ცალი ნამცხვარი გამოდის):


ფქვილი — +/– 260 გრ.

გამაფხვიერებელი — 1 ჩ.კ.

შაქარი — 50 გრ.

მარილი — 1 მწიკვი

ვანილი — 1 ს. კ.

ცივი კარაქი — 150 გრ

ცივი არაჟანი — 150 გრ


მასალა გულსართისთვის:


ცივი ხაჭო — 300 გრ.

შაქარი — 50 გრ

ვანილი — 1 ს. კ.

1 ცილა — (ან 1 ს/კ არაჟანი)

სახამებელი ან ფქვილი — 15 გრ.


გადასასმელად — 1 გული + 2 ჩ.კ. რძე (სურვილისამებრ) + 1 ჩ. კ. ვანილინი


მომზადება:


I. თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილინი, შაქარი და ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ> დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ხელით შეურიეთ ფქვილს, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ > დაამატეთ არაჟანი > მოზილეთ ცომი (დიდხანს ზელა არ უნდა, უბრალოდ რომ შეიკრას) > მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და 30 წ. შეინახეთ მაცივარში.


II. მოათავსეთ თასში ხაჭო და დაჭყლიტეთ ჩანგლით > დაუმატეთ შაქარი, ვანილინი (სურვილის შემთხვევაში, ლიმონის ცედრა), კვერცხის ცილა (გული ზემოდან გადასასმელად გადადეთ), ან 1 ს. კ. არაჟანი > ერთმანეთს კარგად შეურიეთ > დაუმატეთ 15 გრ. ფქვილი ან სახამებელი (თუ გულსართი თხელი გამოვა, კიდევ ცოტა ფქვილი დაამატეთ)

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ქიშმიშიც დაამატოთ, ხაჭოს ძალიან უხდება.


III. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გააბრტყელეთ, დაახლოებით, 2–3 მმ-ის სისქეზე, მიეცით მართკუთხედის ფორმა > ცენტრში, მთელ სიგრძეზე, მოათავსეთ გულსართი > გულსართს გადააფარეთ ცომი, ჯერ ერთი გვერდიდან, შემდეგ მეორიდან და ცომის კიდე ქვემოთ შეუკეცეთ, ისე რომ არ ჩანდეს.


image


IV. მიღებული ხვეული დაჭერით ბასრი დანით 14 ნაწილად > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > გადაუსვით ზემოდან, ცოტაოდენ რძეში და ვანილინში გაზავებული კვერცხის გული > გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღყმელში.


image


V. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, შეგიძლიათ მოაფოფქოთ შაქრის პუდრი.


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები

* მეტად უცნაური და არაადეკვატური ფაქტები ჩვენი წარსულიდან

* მათთან ერთად ცხოვრება, ნამდვილად რომ სახალისოა... (20 ფოტო)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0