x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
"არ ვიცი ჭორია, თუ მართალი...."- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკისთვის კენიიდან ჩამოტანილი ბაობაბების გახმობის ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"გუშინ მიყვებოდნენ, რომ ის ბაობაბები რომ გახმა, ამოთხარა და ნესტის გასაშრობად შიგ ხორბალი ჩაყარაო, იმ ხორბალს თაგვები დაესია და მთელი დენდროლოგიური თაგვებითაა სავსეო.


არ ვიცი ჭორია, თუ მართალი, მაგრამ რაღაც როლი რომ ბაობაბებმაც უნდა ითამაშონ რეჟიმის ხრწნაში, ამას ჟანრი ითხოვს."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადმორგული ბაობაბის რვავე ხე გახმა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა და ბაობაბების გახმობა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "კონტროლირებად მედიას" დააბრალა. "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გამხმარი ბაობაბების სამარხი საკუთარი სახლის უკანა ეზოში მოაწყო.








0
826
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
826