x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„პირველად ვწერ, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიბარებს მიშა, ტრიბუნა ამიწყვე, მილოცვა უნდა ჩავწეროთო...“ - ნათია ბანძელაძე
image

.

ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბდა, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს იხ­სე­ნებს და აქამ­დე უც­ნობ ამ­ბავს ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, წი­ნას­წარ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ლოც­ვის­თვის.

.


"სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ვყვე­ბი და ვნერ­ვი­უ­ლობ, გულ­წრფე­ლად... 1 ოქ­ტომ­ბე­რი, 2012 წელი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე... ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ძი­მეა ჰა­ერ­ში, დრო­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი რა­ღაც­ნა­ი­რი სი­ჩუ­მე, გა­აზ­რე­ბუ­ლი და კარ­გად გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბით.

.

19.30 სთ. შიდა ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რის ხმა და პრე­ზი­დენ­ტის სამ­დივ­ნოს ღი­ლა­კი ერ­თად ირ­თვე­ბა, ცა­ცას მშვი­დი ხმა "ნა­თია გად­მო­დი მიშა გე­ძა­ხის", პირ­ვე­ლი ფიქ­რი რაც ვი­ფიქ­რე შიდა ტე­ლე­ფონ­ზე შე­მო­სულ­მა ზარ­მა გა­მაკ­ვირ­ვა, სა­ნამ ვფიქ­რობ­დი უკვე პრე­ზი­დენ­ტის ფლი­გელ­ში ცა­ცას წინ ვი­ყა­ვი როცა მის­მა უხერ­ხუ­ლად და­ძა­ბულ­მა ხმამ კი­დევ უფრო გა­მაკ­ვირ­ვა""ტე­ლე­ფო­ნი არ შე­ი­ტა­ნო, და­მი­ტო­ვე რა". ეს კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რი იყო... სამ ნა­ბი­ჯში უკვე პრე­ზი­დენ­ტის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, მი­შას მა­გი­დას­თან ვდგე­ვარ. უჩ­ვე­უ­ლოდ მშვი­დი და აუ­ღელ­ვე­ბე­ლი ტო­ნით "გად­მო­სა­ხედ­ზე გამჭვირ­ვა­ლე ტრი­ბუ­ნა ამი­წყვე, მი­ლოც­ვა უნდა ჩავ­წე­როთ და გა­და­ვა­გო­როთ, არ­სად დარ­ე­კო, შენ წადი და ფლა­ი­ვეი მო­იყ­ვა­ნე, აქე­დან გა­და­ვა­გო­როთ მა­სა­ლა ყვე­ლას­თვის. 8-ზე მი­ლოც­ვა უნდა გა­ვი­დეს, არა­ვის არა­ფე­რი უთხრა... (ორი­ვე მხა­რეს უც­ნა­უ­რი პა­უ­ზაა, ერ­თმა­ნე­თის რე­აქ­ცი­ას რომ ვე­ლო­დე­ბით, მე გო­ნე­ბა­ში დრო­ის და­ფარ­ვის შე­უძ­ლე­ბელ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავ უკვე და პირ­ვე­ლი თავ­ში რაც მენ­თე­ბა "გად­მო­სა­ხე­დი­დან“ (სას­ხლის წინა ფა­სა­დის დიდი სივ­რცე) ბეგ­რა­უნ­დი და შუ­მე­ბია - 41 ია­ნე­ბის ბა­ნე­რე­ბით შე­ფუ­თუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ოფი­სი, უკვე უწყვეტ რე­ჯიმ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი "ფე­ერ­ვერ­კე­ბი“ და ბოლო ხმა­ზე ჩარ­თუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ჰიმ­ნი, ემო­ცი­უ­რი ყი­ჟი­ნა) წა­მი­ერ სი­ჩუ­მეს ისევ პრე­ზი­დენ­ტი არ­ღვევს "ივარ­გებს, მა­ქეთ ... (რო­გორც წესი ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცო­და სად, რა, რო­დის და რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა გას­ვლა და მი­მარ­თვა) არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ ისე ვუ­პა­სუ­ხე "თქვენს ხმას გა­და­ფა­რავს ბეგ­რა­უნ­დი, ფე­ერ­ვერ­კე­ბი და ოც­ნე­ბის ჰიმ­ნი“... ისევ მიშა: "ძა­ლი­ან შე­მო­ვა ხმე­ბი?“...

.

მე: "დიახ, მგო­ნი შიგ­ნით ჩავ­წე­როთ უკე­თე­სია" მიშა: "კარ­გი სა­დაც აა­წყობ და­მი­ძა­ხე, არა­ვის არა­ფე­რი უთხრა“ კი­დევ გა­მი­მე­ო­რა. შე­ნო­ბა რო­გორ დავ­ტო­ვე, რო­გორ გა­ვი­ა­რე ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი ტე­ლე­ვი­ზი­ამ­დე და რა ზე­ძა­ლე­ბით "მო­ვი­პო­ვე" ფლა­ი­ვეი 20 წუთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­რან­ტი­ით ეს სხვა, ცალ­კე ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. 8 სა­ა­თამ­დე წუ­თე­ბი რჩე­ბა, ეს ის შემ­თხვე­ვაა ტო­მა­ზოც კი (პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ოპე­რა­ტო­რი) ჩემს მერე გე­ბუ­ლობს რომ მი­შას ვი­წერთ, წა­მებ­ში ვე­წყო­ბით, სა­სახ­ლე­ში ჯერ კი­დევ არა­ვინ იცის რის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, რო­გორც შემ­დეგ ირ­კვე­ვა არც გა­რე­მოც­ვამ და არც პარ­ტი­ამ....

.

დად­გა და ჩავ­წე­რეთ, პრე­ზი­დენ­ტმა "ოც­ნე­ბას" გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა, მშვი­დად, ღირ­სე­უ­ლად, შეგ­ნე­ბუ­ლად და ზუს­ტად იცო­და რა­ტომ აკე­თებ­და ამას! ეს არის ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც ვი­საც რო­გორ ჭირ­დე­ბა ახლა ისე ყვე­ბა... ვინც კარ­გად მიც­ნობთ, ისიც იცით, რო­გორც წესი ასეთ დე­ტა­ლებ­ზე არ ვსა­უბ­რობ, არა­ფერს ვი­ჩე­მებ, ჩემს ვერ­ცერთ კადრს ვერ ნა­ხავთ პრე­ზი­დენ­ტის წინ მორ­ბე­ნალს(ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში). ვი­ყა­ვი იქ სა­დაც შეგ­ნე­ბით ვა­კე­თებ­დი ჩემს საქ­მეს, შე­უძ­ლე­ბელს ვას­წრებ­დით, სა­კუ­თარ ფა­სე­უ­ლო­ბებს არ ვღა­ლა­ტობ­დი, ვბრაზ­დე­ბო­დი, მი­ხა­რო­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.. ახლა რა­საც ვყვე­ბი არც ნა­ცო­ბა და არც ქო­ცო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, საქ­მე ერ­თგუ­ლე­ბით იზო­მე­ბა ყველ­გან და ყვე­ლა დრო­ში. როცა სი­მარ­თლე სი­მარ­თლეა მიმ­ღებ­ლო­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს" - წერს ბან­ძე­ლა­ძე.

0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0