x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 32 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
image

.

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვებაში 32 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედართან ერთად სანადირო თოფი იპოვეს, ამიტომაც გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მას იარაღი წმენდის დროს შემთხვევით გაუვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანება მიიღო.


ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი სტაციონარში აღარ გადაუყვანია.



გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მამაკაცმა თავი მოიკლა, თუ შემთხვევით გაუვარდა. ექსპერტები ტყვიის ტრაექტორიასაც სწავლობენ. სოფელში ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ ის სასაზღვრო პოლიციიდან გაათავისუფლეს და უმუშევრად დარჩა. ამის გამო მას სამუშაოს საძიებლად სოფლიდან თბილისში წავიდა, ხან დედაქალაქში იყო, ხანაც სოფელში. ადგილობრივები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ.


შსს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობა, დე მიყვანას გულისხმობს. მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0