შოუბიზნესი
"ახლოდან ყველა ნაკლი ჩანს": როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში ჰოლივუდის ვარსკვლავები
2 ოქტომბერი, 11:28
მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები სცენაზეც და წითელ ხალიჩაზეც თვალისმომჭრელად გამოიყურებიან. მათი სრულყოფილებით მოხიბლული მოზარდი გოგონები კი თავდავიწყებით ცდილობენ როგორმე თავიანთ სათაყვანებელ კერპებს დაემსგავსონ, თუმცა ეს უტოპიური იდეა თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, ვინაიდან ვარსკვლავების სრულყოფილება დიდწილად სწორედ სტილისტებისა და პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა. გახსოვდეთ, რომ სელებრითებიც ისეთივე ადამიანები არიან თავიანთი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით როგორც ჩვენ, ხოლო ამაში თავადაც რომ დარწმუნდეთ თვალი გადაავლეთ ვარსკვლავების ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებს.
ნაომი კემპბელი
ვარსკვლავი თავისი სიმელოტის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომელიც მას პოდიუმზე ყოფნისას განუვითარდა. თმაზე ჩატარებულმა დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა მის სკალპზე ნეგატიური გავლენა იქონია. სიმელოტის დამალვით გადაღლილი მოდელი პერიოდულად საზოგადოებაში პარიკის გარეშეც კი ჩნდება.
უმა თურმანი
რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმის "მოკალი ბილი"-ს წარმოუდგენლად სპორტულ და მოხდენილ ვარსკვლავს კანის მდგომარეობა და თეძოსა და დუნდულებზე გამოხატული ცელულიტი დიდი ხნის განმავლობაში აღელვებდა, თუმცა "ფორთოხლის კანის" წინააღმდეგ ბრძოლაში სელებრითს ვერაფერმა უშველა და ისიც სხეულზე მის არსებობას საბოლოოდ შეეგუა. დღესდღეობით, მსახიობს კანის უსწორმასწორო ზედაპირი ყველაზე ნაკლებად ადარდებს.
ელიზაბეტ ჰარლი
ჰეითერებს იმდენად სურდათ მომხიბვლელი მსახიობის გარეგნობაში რაიმე ნაკლის პოვნა რომ გამადიდებელი შუშით პედიკურიც კი შეუმოწმეს, რომელიც სელებრითს არც იმდენად იდეალურ მდგომრეობაში აღმოაჩნდა. ჰეითერები ერთხმად აღშფოთდნენ როგორ შეიძლებოდა ჰოლივუდელ ვარსკვლავს ასეთი მოუვლელი ფრჩხილები ჰქონოდა, თუმცა ჰარლის მსგავსი შინაარსის კომენტარებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.
ჯეისონ მომოა
მსახიობი თავისი საქციელით აჩვენებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა აკვამენი, ამიტომ გადასაღები მოედნის მიღმა ჯეისონს შეუძლია თავს ჩიფსებისა და ბურგერების მირთმევის უფლებაც კი მისცეს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა იცის, როგორ მოიყვანოს სხეული ფორმაში მომდევნო გმირი - მეომრის როლისთვის.
პერის ჰილტონი
მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელის "Hilton Hotels"-ის მემკვიდრეს დაბადებიდან ამბლიოპია აღენიშნება და ფოტოგრაფების წინაშე პოზირებას ყოველთვის მარჯვენა მხრიდან ცდილობს. მართალია, ჰილტონს ამაზე საუბარი არ უყვარს და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თავისი ე.წ. "ზარმაცი თვალის" დემონსტრირებასაც ერიდება, თუმცა სელებრითი აღნიშნული პრობლემის შესახებ არც იმდენად განიცდის.
ირინა შეიკი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელიც კი არ არის სრულყოფილი. პაპარაცების ფოტოებზე ცხადად ჩანს რომ შეიკის ფიგურა იდეალური არ არის, გარდა ამისა, ზოგჯერ ის თავის ნაკლს არასათანადო ჩაცმულობითაც ხაზს უსვამს.
გვინეთ პელტროუ
მსახიობის ფეხის თითები იდეალურისგან საკმაოდ შორს არის: ისინი მეტისმეტად გრძელი და მრუდეა, მაგრამ სელებრითი ამის გამო სულაც არ კომპლექსდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი, ხოლო თუ სწორ რაკურსს შევარჩევთ და ამასთან, სწორ ფეხსაცმელსაც ვატარებთ, მაშინ ჩვენს ნაკლს ღირსებადაც კი ვაქცევთ.