x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ოცნების” მხარდამჭერებო, ეს არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა?” - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ "სამი მეზობლის" შერიგებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დადებით შეფასებას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს:


"ჩემი ყველა პოსტი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი ნახვა, ამიტომ გავბედავ და მივმართავ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.


ძვირფასო თანამოქალაქენო,


იზიარებთ თქვენი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებას, რომლითაც კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა?
გუშინ დედაქალაქის მერი მმართველი გუნდის სახელით მიესალმა და პოზიტიურად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც დიპლომატი:
✅️ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებს.
✅️ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მეზობელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს.
✅️ ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“


ჩემი შეკითხვები ასეთია:



???? არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა, როდესაც საქართველოს მმართველი გუნდი მკაფიო კრიტიკის გარეშე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის ხაზგასმის გარეშე მიესალმება რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებას?


???? არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა, როდესაც საქართველოს მთავრობა პოზიტიურად აფასებს წინადადებას, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, მეზობელ სახელმწიფოებად არიან მოხსენიებულნი?


???? რუსეთის ათასწლოვანი ისტორიიდან შემახსენეთ 3 შემთხვევა, როდესაც მათ მეზობელი ხალხები შეარიგეს ამ ხალხების სუვერენიტეტის მოსპობის გარეშე…


???? არ არის სირცხვილი, როდესაც საქართველოს მთავრობას სწამს, რომ ჩვენი დამქცევი, დამქუცმაცებელი, დამშლელი, დამპყრობი ქვეყანა დამოუკიდებლად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზეწოლის გარეშე, ჩვენთვის სიკეთის გაკეთების მიზნით გადამწყვეტ როლს ითამაშებს შერიგებასა და კონფლიქტის ნორმალიზებაში?
დღეს თავის მოტყუებაა, ასეთი მავნებლობების არშემჩნევა, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უპასუხოდ დატოვება, მათი გატარება დანაშაულია!


თვალს ვადევნებთ საქართველოს ჩაბარებას! ხვალ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შემოგვაპარებენ, ზეგ კონფედერაციას დასავლური გარანტიების გარეშე, მაზეგ ყველა რუსი სისხლიანი ოლიგარქი საქართველოში “გადმოვლიან და გაათეთრებენ”…"- ვკითხულობთ ლევან ლორთქიფანიძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სამი "მეზობელი სახელმწიფოს" შერიგებასთან დაკავშირებით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და სერგეი ლავროვის ინიციატივას "პოზიტიური" უწოდა:


"ამასთან დაკავშირებით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნის.


რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება"- განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.


ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე განაცხადა:


"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ – „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება” და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან … ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან".











0
172
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
172