საზოგადოებრივი პალაუში 1,2 მილიონი წლის სარკოფაგი აღმოაჩინეს 15 ოქტომბერი, 9:14 ამ ქვეყნის შესახებ, ალბათ, ბევრს არც კი სმენია. პალაუ – პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელიც 250–ზე მეტ, მცირე ზომის კუნძულს აერთიანებს. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ფილიპინების აღმოსავლეთით, 800 კილომეტრის დაშორებით. ამ კუნძულებს ზვიგენის კუნძულებსაც ეძახიან, რადგან მის აკვატორიაში, 130–ზე მეტი სახეობის ზვიგენი ბინადრობს. ქვეყნის ისტორიიდან შეგვიძლია გავიგოთ, რომ პალაუ, ჩვენს ერამდე III ათასწლეულამდე უკაცრიელი იყო, ხოლო შემდეგ, კუნძულებზე დასახლება ფილიპინელებმა და ინდონეზიელებმა დაიწყეს. თუმცა, ისეთი წყაროებიც არსებობს, რომლის მიხედვით, კუნძულებზე აზიელების დასახლების მომენტისთვის, ის ადგილობრივების ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა პალაუს დღევანდელ მოსახლეობასთან. გადმოცემით, კუნძულის აბორიგენები ჟღალთმიანები იყვნენ და მათი კულტურა ძალიან განსხვავდებოდა ემიგრირებულების კულტურისგან. მაგ., მათ ბელადები კი არა, მეფეები (ბატონები) ჰყავდათ. გარდა ამისა, ისინი მიცვალებულებს ქვის სარკოფაგებით მარხავდნენ და სხვა. კუნძულის იდუმალი მოსახლეობა იქ, მრავალი ათასი წლის მანძილზე, იმ დროიდან ცხოვრობდა, როდესაც პალაუ ერთი უზარმაზარი კუნძული იყო. ბრიტანეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სიტუაციის სიმულაცია მოახდინეს და ის დრო დაადგინეს, როდესაც პალაუ დიდ კუნძული უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ მისი დაძირვა, 1, 2 მლნ. წლის წინ დაიწყო. იქნებ, სწორედ იმ პერიოდში ცხოვრობდნენ ეს იდუმალი ხალხები? თუმცა, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს მხოლოდ ლეგენდები იყო, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვთ. მაგრამ, ამაში, დღეს ისე დარწმუნებულები აღარ არიან, როგორც ადრე... XX საუკუნის ბოლოს, პალაუში შავი ქვისგან გაკეთებული, გიგანტური სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც ცარიელი იყო. აღმოჩენის მომენტში, მას სახურავი გადაწეული ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის, შესაძლოა, უფრო ადრე იყო აღმოჩენილი და გაძარცვული. მისი ასაკის დადგენა, იგივე ფაქტორების გამო, ვერ მოხერხდა. მაგრამ, შავი ქვა, რომლისგანაც ის არის გაკეთებული, კუნძულებზე ძალზე იშვიათია და ფაქტობრივად, არც არის. მისი ძირითადი საბადოები, წყლის ქვეშ, 2-3 მეტრის სიღრმეზეა და იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ სარკოფაგის დასამზადებლად, წყალში ყვინთავდნენ და უზარმაზარი ქვები ზევით ამოჰქონდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარკოფაგი იმ დროს იყო გაკეთებული, როდესაც ეს ტერიტორია წყლით ჯერ კიდევ არ იყო დაფარული... და თუ ბრიტანელ მკვლევარებს დავუჯერებთ, ეს 1, 2 მლნ. წელზე ადრე უნდა მომხდარიყო. არხის სხვა სიახლეები:* ვანგას წინასწარმეტყველება 2024 – 2046 წლებზე და 200 წლის შემდეგ* დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, სტალინი ჰიტლერს არ აღიზიანებდა...* შინაური ცხოველების სახალისო და გულისამაჩუყებელი ფოტოები* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას375 1-ს მოსწონს
|