შოუბიზნესი "გადარჩენილი ვარ, ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც"- რამ აღაშფოთა ნინი შერმადინი 29 სექტემბერი, 10:30 ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ჰოლივუდში ატეხილ უპრეცედენტო სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:"გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას. აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც… So sad. აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება. მეწყინა… ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს დავაფასოთ, " – ვკითხულობთ ნინი შერმადინის პოსტში.შეგახსნებთ, რომ ძალადობის, პროსტიტუციის, რეკეტისა და შანტაჟის ბრალდებით ცნობილი რეპერი - Puff Daddy დააკავეს. უმძიმესი და დაუჯერებელი დანაშაულების სია გრძელია. ვრცელდება მოსაზრებები, რომ შოუბიზნესის დიდი ნაწილი მასთან ერთად მონაწილეობდა უმძიმეს დანაშაულებში, ნაწილი კი რეპერისა და მისი გარემოცვის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.გამოძიებამ გაჩხრიკა მუსიკოსის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები - მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც იკრიბებოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს რეპერი დაკავებულია.ცნობისთვის, Puff Daddy-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეპერს მეგობარმა გოგონამ უჩივლა, CNN-მა კი ექსკლუზიურად გაავრცელა ის ვიდეო, სადაც მომღერალი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.439 შეფასება არ არის |