x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წადით თქვენი ყანა პატრონები ვატირე - თქვე ქაჯებო"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ტვ პირველს" იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ ტელეეთერით აფხაზეთის თემის გაშუქების შესაძლებლობა "მოუცლელობის" საბაბით არ მისცეს:


"ჩართვა გავაუქმე - ღამის 12 მდე ვერ იცლიან 27 სექტემბერს აფხაზეთის თემისთვის, რომლისთვისაც საფრანგეთის ევროპის მინისტრმა საფრანგეთის ახალი მთავრობის პირველი სხდომა მიატოვა, პრეზიდენტმა გახსნა და საფრანგეთის - ანუ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა ივენთი, რომელის 300 ათას ქართველს შიგ გულში ხვდება და გადართეთ რა ტვ პირველზე - ვინ ლაპარაკობს. მთელი 60 კაცი უყურებს -
სამაგიეროდ მიშას ეძახის ვილი სანიოლის.


წადით თქვენი ყანა პატრონები ვატირე - დიტო სამხარაძის ყანაშია თქვენი ადგილი, მე თქვენ მარგალიტები არ გიყაროთ, თქვე ქაჯებო." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში და თამარ კორძაიას "ტვ პირველში" სტუმრობის სქრინს აზიარებს.


image


ჩერგოლეიშვილის პოსტს მალევე ოპოზიციონერი დეპუტატი გამოეხმაურა, რომელთან მიმოწერის სქრინშოტსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


image


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა. ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენ ჰადადმა გახსნა. ჩვენებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - "ფედერალისტების", "აფხაზთა კრების", "ტაბულასა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტია.






0
627
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
627