"ჩიტმა ამბავი მომიტანა..."- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე
27 სექტემბერი, 19:17
ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
ჩიტმა ამბავი მომიტანა, ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ყალბიაო
მოფსმაც სხვის მაგივრად დაიწყეთ კაცო?!შარდის ნათხოვრობა აღარ გამიგია"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ოქტომბრის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატთა სიები წარადგინა, თუმცა კონკრეტულად თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელზე საუბრობს საკუთარ პოსტში ჟურნალისტი ელისო კილაძე უცნობია.