x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა უნდა იცოდნენ 40 წელს გადაცილებულებმა ქოლესტერინის შესახებ?

სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, 40 წელს გადაცილებული მოსახლეობის 32%–ს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე უფიქსირდება. ეს კი, ადამიანს გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკის ქვეშ აყენებს. ალბათ გსმენიათ, ნაცნობის ან ცნობილი ადამიანის შესახებ, რომ მოულოდნელად, სრულიად ახალგაზრდა ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა... თუმცა, ასეთი აღსასრული, სინამდვილეში, არც მოულოდნელი და არც უცაბედი იყო! ინფარქტის მიზეზი მსგავს შემთხვევაში, წლების მანძილზე, სისხლში მომატებული რაოდენობის ქოლესტერინი არის, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე ილექება და გულის აორტას ავსებს, რაც საბოლოოდ, გულის გაჩერებას იწვევს. ხოლო, დაავადება მხოლოდ მას შემდეგ ვლინდება, რაც სისხლძარღვები უკვე საფუძვლიანად არის დაზიანებული, ან როდესაც, ადამიანის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.


image


საერთოდ, ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია და მის გარეშე უჯრედების ფუნქციონირება საერთოდ წარმოუდგენელია. თუმცა, როდესაც ის ჭარბი რაოდენობით არის, უკვე პრობლემას უქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობას (მაღალი წნევა, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება, რაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით არის გამოწვეული). ქოლესტერინის 1/3 ადამიანის ორგანიზმში საკვებიდან ხვდება, დანარჩენს კი, ღვიძლი გამოიმუშავებს. ხოლო, ჭარბი რაოდენობის ქოლესტერინის არსებობის ძირითადი მიზეზი — ღვიძლის ფუნქციის მოშლა არის. ამიტომ, განსაკუთრებული — ანტი ქოლესტერინული დიეტის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია ორგანიზმის დაცვა, მასში ზედმეტი ქოლესტერინის მოხვედრისგან და ასევე, ჭარბი რაოდენობის ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოყვანა. აქ სწორედ ამ კატეგორიის 6 პროდუქტს წარმოგიდგენთ:


პარკოსნები


ლობიო, თურქული ბარდა, ოსპი და ბარდა დიდი რაოდენობით ხსნად ბოჭკოვნებას შეიცავს, რომელსაც «ცუდი» ქოლესტერინის დონის შემცირების, დადასტურებული თვისება გააჩნია. ამასთან, სოიას და არაქსისგან განსხვავებით, ეს პროდუქტები, ფაქტობრივად, ცხიმს არ შეიცავ. სხვადასხვა კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ყოველდღიურ რაციონში 130 გრ. (დაახლოებით, ნახევარი ჭიქა) პარკოსნების გამოყენების შემთხვევაში, სისხლში «ცუდი» ქოლესტერინის დონე, დაახლოებით, 5% შემცირდება.


ზღვის ცხიმიანი თევზი


ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცხიმიან საკვებს სარგებლობა მოაქვს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც დიდი რაოდენობით ზღვის თევზი შეიცავს, იცავს სისხლძარღვებს და გულს და ამასთან ერთად, ორგანიზმიდან «ცუდი» ქოლესტერინი გამოჰყავს. ამ ნივთიერებების ერთ-ერთი სახეობაა ე.წ. ომეგა-3 არის, რომელსაც დიდი რაოდენობით ორაგული, ქაშაყი, კალმახი, სკუმბრია და სარდინები შეიცავს. იმისთვის, რომ თევზმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, ორთქლზე მოამზადეთ, ან მცირე რაოდენობის წყალში მოხარშეთ.


შვრია და შვრიის ფანტელი


შვრიის პროდუქტები მდიდარია როგორც ხსნადი, ისე უხსნადი ბოჭკოვნებით. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ მარცვლეულით მომზადებული კერძები გულ–სისხლძარღვთა განვითარების რისკს ამცირებს. ხსნადი ბოჭკოვანი (ბეტა-გლუკანი), რომელიც გვხვდება შვრიის პროდუქტებში, მათ შორის, ბურღულეულსა და ფანტელებში, სისხლში ქოლესტერინს უკავშირდება და ის ორგანიზმიდან გამოჰყავს. ხოლო, უხსნადი ბოჭკოვანა, რომელსაც დიდი რაოდენობით შვრიის ქატო შეიცავს, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ასე, რომ, შვრიის ფაფა, საუზმისთვის, ისევ საუკეთესო ვარიანტია.



ნატურალური მცენარეული ზეთი


ცხიმი შეიცავს როგორც ნაჯერ, ისე უჯერ ცხიმოვან მჟავებს. პირველს მეტწილად, ცხოველური წარმოშობის ცხიმები შეიცავს (ცხიმიანი ხორცი, ლორი) და ის სისხლში «ცუდი» (ქოლესტერინი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემადგენლობაში. სწორედ ასეთი ქოლესტერინი ილექება სისხლძარღვების კედლებზე. რედ.) ქოლესტერინის დონის ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ, ექსპერტები, ამ პროდუქტების, მცენარეული ზეთებით ჩანაცვლებას გვირჩევენ, რადგან ზეთი, გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე კარაქი ან მარგარინი.

მთელი რიგი მცენარეული ზეთები შეიცავს მონოუჯერ (ზეითუნის ზეთი) და პოლიუჯერ (სელის თესლი, სიმინდის, მზესუმზირას) ცხიმოვანი მჟავებს, რომელიც სისხლში «ცუდი» და მაღალი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. თუმცა, აქაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, მცენარეული წარმოშობა, ყოველთვის უვნებლობის გარანტიას არ იძლევა. მაგ., ქოქოსის და პალმის ზეთები, პირიქით, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.


ხილიდან: ვაშლი და ციტრუსები


ამ ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ, ყველამ ვიცით. მათში დიდი რაოდენობით, წყალში უხსნადი ბოჭკოვანები, ანტიოქსიდანტები და პექტინია — ნივთიერება, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს.

საქმე იმაშია, რომ ნაწლავებში პექტინი ნაღვლის მჟავას უკავშირდება, რომელიც სისხლში ქოლესტერინის შეწოვას უზრუნველყოფს და მას ამის საშუალებას არ აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაშლი სისხლში ქოლესტერინის გადასვლის პროცესს უშლის ხელს. გარდა ამისა, ვაშლის და ციტრუსის კიდევ ერთი უპირატესობა, სხვა ხილთან შედარებით, მათში შაქრის შედარებით დაბალი შემცველობა არის, რომლის მოხმარება, ასევე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, მეტაბოლური სინდრომის გამოვლენის შემთხვევაში.


თხილეული


ნიგოზი, ნუში, თხილი და წიფლის კაკალი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი — ეს სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მაგ., ნიგვზის შედარება, ომეგა-3-ს რაოდენობით, ზღვის თევზის სახეობებთან შეიძლება და ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას ორგანიზმში არსებული «ცუდი» ქოლესტერინის 10% შემცირება შეუძლია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 20 დაუჯერებლად დიდი ჯიშის ცხოველის ფოტო

* "ღმერთების" ტექნოლოგიები, ანუ რატომ არ არის ბაალბექი ადამიანების მიერ აშენებული?

* მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო სოფი ლორენისგან

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0