x
image
Yoona
Mediator image
ფრანგული ტარტი მსხლით და ფრანჟიპანით
ამ პეროგისთვის მსხალი ჯერ სიროფში უნდა მოხარშოთ, ასე ძალიან რბილდება. ნუში ცომსაც უნდა დაუმატოთ და კრემსაც, ამიტომ ტარტს აქვს მდიდარი, კაკლის გემო.



image



ფრანგული ტარტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

კარაქი (200 გრ), შაქრის ფხვნილი (50 გრ), კვერცხი (3 ცალი), ნუში კანიანად (150 გრ), ხორბლის ფქვილი (200 გრ), მარილი (მწიკვი), მსხალი (3 ცალი), შაქარი (150 გრ), წყალი (1, 5 ლ), ლიმონის წვენი (20 მლ), ვანილის ექსტრაქტი (1, 5 ჩ/კ), ნუშის ფანტელები გემოვნებით



მომზადების ეტაპები:

image




1.შაქრის ფხვნილი და 100 გრამი რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ ფაფუკი მასის მიღებამდე. 1 კვერცხი დაუმატეთ.



2.ნუში წვრილად დაფშვენით. 50 გრამი აიღეთ და ხორბლის ფქვილთან და მარილთან ერთად კარაქს დაუმატეთ.



3.ცომი პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ. გააბრტყელეთ და ისევ დააგუნდავეთ. ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ მასა ძალიან გლუვი არ გახდება.



4.ცომს პერგამენტის მეორე ფურცელი დააფარეთ. 4 მმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ და 1 საათი მაცივარში შეინახეთ.



5.ფირფიტა სახსნელ ფორმაში (24 სმ დიამეტრის) გადაიტანეთ. ძირსა და გვერდებზე გაიყვანეთ. კიდეები მოაჭერით. კიდევ 1 საათი მაცივარში შეინახეთ.



6.ღუმელი 160 გრადუსამდე გაახურეთ. ცომი ჩანგლით დასერეთ. 20 წუთი აცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაგრილება აცადეთ.



7.მსხალი გათალეთ, შუაზე გაჭერით, შუაგული მოაშორეთ.



8.ქვაბში აურიეთ 50 გრ შაქარი, წყალი, ლიმონის წვენი და ვანილის ექსტრაქტი. აადუღეთ და შაქრის გადნობამდე გააცხელეთ.



9.მსხალი სიროფში ჩააწყვეთ. სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთი დარბილებამდე ხარშეთ.



10.მსხალი ქაღალდზე გადაიტანეთ და გაგრილება აცადეთ. სიგრძეზე 5 მმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.



11.100 გრ რბილი კარაქი და 100 გრ შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ 2 კვერცხი და 100 გრ დარჩენილი ნუშის ნაფშვენი.



12.ტარტის ცომზე ნუშის კრემი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მსხლის ნაჭრები დააწყვეთ ოდნავ კრემში ჩააწექით. ნუშის ფანტელები მოაყარეთ.



13.160 გრადუსზე 45 წუთი აცხვეთ. უნდა შეწითლდეს.



ფრანგული ტარტი მსხლით და ნუშის კრემით მზადაა.



ასევე დაგაინტერესებთ:

5 შოკოლადის დესერტი, რომელიც იმდენად კარგია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

მარტივი ორცხობილა გარგარით, ჩედერით და თითის ანაბეჭდით

სამარხვო ტორტი ბანანის კრემით

„დაჭრაც მენანება“ – პოპ–კულტურა ღვეზელებში

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
13