საზოგადოება „პოლიტიკური შანტაჟი!.. სანქციებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“ – ხათუნა ხოფერია 23 სექტემბერი, 18:04
.
ეს დაწესებული სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სანქციების დაწესებით ის ქვეყნები ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
.
„ამ წერილს რომ წაიკითხავთ, იქ არის პირდაპირი მოწოდებები, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უგულებელყოფა, როგორ უნდა მოხდეს ცესკოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა ეგზიტპოლების მეშვეობით. . ერთ-ერთი აქტიური პროექტი, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არის ადამიანების დაშინების პროექტი, რომ მათში გაჩნდეს იმედგაცრუება. ეს ყველაფერი არის სიცრუე, ჩვენ ვადგავართ სწორ გზაზე. გარდა იმ პოლიტიკოსებისა, რომელთა ლუსტრაციაც ხდება სწორედ ამ წერილების მიხედვით, უამრავი მეგობარი გვყავს, რომელიც გვერდში გვიდგას“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ. .
საქართველოს ინტერესები არ ითმობა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის დასმულ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
237 1-ს მოსწონს
|