x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე თუ რამე დამემართება, ჩემთან არ მოვიდეს" - რას წერს დომენიკ მანგო

image


სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძისთვის წესის არ აგების ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:


"კიდევ ერთხელ ვიმეორებ საჯაროდ: მე თუ რამე დამემართება (მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ვარ), ჩემთან არ მოვიდეს არც ერთი მღვდელი და ჩუმადაც არ სცადოს წესის აგება! ეს ღვთის პირიდან გადავარდნილი, ანაფორაში შემოსილი სატანები საერთოდ არ გამეკაროს გარშემო! ჩემთვის არც ერთი ტანსაცმელი არ ასოცირდება მორწმუნეობასთან - რაც ყველაზე მთავარია, მათ გულებში არაა ქრისტე, თორემ ქრისტე რომ იყოს, უარს ვერ ეტყოდნენ მოტირალ დედას რაღაც ე.წ “ლოცვის” გაბზუილებაზე, რომელსაც “წესის აგება” დაარქვეს, რომელიც სრულიად აცდენილია სახარებისეულ სწავლებას, რადგან სახარებაში ასეთი რამე საერთოდ არ არსებობს! სახარებაში წერია: შაბათი ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის - წესები ადამიანისთვის და არა ადამიანი წესებისთვის!


თავად ქრისტემ დაარღვია შაბათი ადამიანისთვის და ამით დატოვა მაგალითი ქრისტიანთა გულებისთვის. ამიტომ მოაშორეთ თქვენი ბინძური წესები ჩემგან, შორს გაწიეთ თქვენი გარყვნილი გულები! ჩემს საიქიო ცხოვრებას არ სჭირდება თქვენი ბინძური ენებით ნაბზუილები ლოცვები, ეს რომ მჭირდებოდეს, მაშინ ვიქნებოდი ცოცხლად წესის ასაგები!
დრო დადგება, ეგ ანაფორები შემოგეცვითებათ! დრო დადგება, ყველა ქრისტეს გამყიდველს მოგეჩინებათ თქვენი ადგილი! თქვენს ცარიელ გულებს ნუ ექნება იქაური წყალობის იმედი, თქვენი გულისამებრ მოგეზღვევათ, რადგან ქრისტე იქ იდგა და აკაკუნებდა!!"– ვკითხულობთ დომენიკ მანგოს პოსტში.


შეგახსენებთ, რომ სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე არა ერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ როგორც შოუ- ბიზნესის, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლებიც, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. როგორ ცნობილი გახდა, კესარია აბრამიძეს ეკლესიურად წესი არ აუგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.






0
764
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
764