საზოგადოება "ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა" - მალაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე 22 სექტემბერი, 10:44 მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:"არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს. ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილიმ რომელიც აღვნიშნე. ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი.როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე, ამაყობდე შენში, რომ მისნაირი მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავე დროულად გრცხვენიდეს შენი საქციელისა. ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება. სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ, სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და კიდიხარ.ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, გუშინ აქეთ, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი, შენ სხვებს არ გავხარ. ან რატო არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ. ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის. მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ" – ვკითხულობთ მალხაზ მაჩალიკაშვილის პოსტში.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.211 შეფასება არ არის |