x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სუპერმოდელმა ემილი რატაკოვსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სიყვარული ნახევრადშიშველმა აღიარა(ფოტო)
image

ლონდონში დაბადებულმა ამერიკელმა მოდელმა სოციალურ ქსელში ნახევრადშიშველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, "ნაპოლის" ფორმა აცვია და ასეთი მინაწერი გაუკეთა:



"ჩემს შეყვარებულთან ერთად სარეცხს ვრეცხავ".

image


ფოტოს უამრავი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა, "ნაპოლის" იტალიელი ფანები კი ემილის ამ საქციელით აღფრთოვანებული და გაოცებულებიც არიან, რადგან რატაკოვსკის საზოგადოება აქამდე "იუვენტუსის" გულშემატკივრად იცნობდა. საინტერესოა, რომ 21 სექტემბერს ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

image

image


რატაკოვსკის კარიერა დაიწყო 2004 წელს, ბავშვობაში, ქალაქ სან-დიეგოში დაიწყო, მანამდე სანამ ის მიიღებდა როლს „Nickelodeon“-ის სერიალში „iCarly“ (2009–2010).. პირველად გამოჩნდა 2012 წელს, ეროტიული ჟურნალი „treats!“-ის მარტის თვის გარეკანზე. ამის შემდეგ იგი გამოჩნდა ორ მუსიკალურ კლიპში, რობინ ტიკის „Blurred Lines“-სა და „Maroon 5“-ის „Love Somebody“-ში. 2014 და 2015 წლებში .ზედიზედ ორჯერ „Sports Illustrated swimsuit issues“-ს ამშვენებდა მისი ფოტოები.


მისი დებიუტი პოდიუმზე შედგა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე, 2015 წლის ნიუ-იორკის ფეშენ-ვიკზე. ამის შემდეგ პარიზის ფეშენ-ვიკზე გამოვიდა Miu Miu-სთვის და მილანის ფეშენ-ვიკზე ბოტეგა ვენეტას კოლექციის ჩვენებაზე, Dolce & Gabbana-სა და Versace-სათვის. რატაკოვსკი გამოჩნდა „Buick Super Bowl commercial“-ის „Super Bowl 50“-ის ფარგლებში (2016), და ამის შემდეგ ის გახდა არაერთი ბრენდის სპიკერი, ისეთების როგორიცაა DKNY, The Frye Company, Kerastase, Paco Rabanne, და DL1961.


2014 წელს ითამაშა ბენ აფლეკის ფილმში „Gone Girl“, სადაც შეასრულა ენდი ფიცჯერალდის როლი. მისი სხვა როლებიდან გამოსარჩევი ფილმებია: „Entourage“ (2015), „We Are Your Friends“ (2015), „I Feel Pretty“ (2018) და „Welcome Home“ (2018), მან აგრეთვე ითამაშა მინისერიალში „The Spoils Before Dying“ (2015) და ანთოლოგიურ სერიალში „Easy“ (2016). რატაკოვსკი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს და არის „Planned Parenthood“-ის სპიკერი. იგი თავის თავს ახასიათებს როგორც ფემინისტს, მან მიიღო კრიტიკა და მხარდაჭერა სექსუალურ გამოხატვაზე თავისი მოსაზრების გამო.

0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0