x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოსული დალურჯებული გოგონა არ გაეყარა ქმარს… ყველა გაქცევის შემდეგ ქმარი დაჩოქილი, საჩუქრებით მიდიოდა“
image

.

ცნობილი ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, თუ რა სიმპტომების მიხედვით უნდა ამოვიცნოთ მოძალადე:

.


„როცა ადამიანი მეორე ადამიანთან იწყებს ურთიერთობას და არის პარანოიდალური ეჭვიანი, ჯერ კიდევ შეყვარებულების პერიოდში იმის გამო, რომ რაღაც არ მოეწონა ან მოეჩვენა, შეუძლია ხელით შეეხოს, ეს არის უკვე განგაშის დასაწყისი. ურთიერთობას იწყებ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია მოგისმინოს, გაპატიოს, არ შეუძლია ვერბალური კომუნიკაცია და გადადის ფიზიკურ შეხებაზე. ბებიაჩემი მეუბნებოდა, არ გაჰყვე მას, ვისაც ძალიან გაბრაზებულს და ძალიან მთვრალს არ ნახავო. გაბრაზებული ადამიანი ზოგჯერ სულ სხვაა, ასეთივე შეიძლება იყოს ნასვამი ან სხვა თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი. დღეს საზოგადოებაში ეს პრობლემა კიდევ უფრო დიდია.

.

ემოციის მართვის უნარი ნაკლებად გაგვაჩნია. ემოციურ ინტელექტზე საერთოდ არავინ საუბრობს. თვითრეგულაცია გვერდზეა გაწეული. ამას ემატება სტრესი, ინფორმაციული ნევროზი, ძალადობის არასწორი გაშუქება, ბოდიშს ვიხდი ყველა მედიასთან, რადგან ზოგჯერ სცოდავენ, ხდება ამა თუ იმ ქცევის პირდაპირი წახალისება. ამას ემატება აბსოლუტურად თავისუფალი ნარკოტიკული ბაზარი, რაც მოიტანა ინტერნეტგაყიდვებმა. მარტო მსხვერპლი არ არის მისახედი, მისახედია მოძალადეც. ის, ვინც ძალადობს, მასაც უჭირს. მოძალადე ხან მსხვერპლია, ხან მოძალადე. ხან უყვარს, გიჟდება, მოდის დაჩოქილი და მეორე ადამიანიც პატიობს, რადგან არსებობს არაცნობიერი მიზიდულობა, არ შეუძლია მის გარეშე. მქონია შემთხვევა, საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოსული დალურჯებული, ნაცემი გოგონა არ გაეყარა ქმარს. ოთხჯერ, ხუთჯერ და მეტჯერ იყო გაქცევა-გამოქცევაში. ყველა გაქცევის შემდეგ ქმარი მიდიოდა დაჩოქილი, საჩუქრებით… ეს არის ტიპური მოძალადე, რომელიც ასე იქცევა…“

.

კესარია აბრამიძის მეგობარი ამბობს, რომ ბექა ჯაიანი კესარიაზე მუდმივად ეჭვიანობდა.

„ეჭვიანობა, ძალადობა, მანიპულატორობა, მისი თავისუფლების ყველანაირი შეზღუდვა... ადრეც იყო ძალადობის ფაქტები. ჩვენ - უახლოესი მეგობრები წინააღმდეგები ვიყავით ამ ურთიერთობის. ყველაფერს აჯერებდა, ოღონდ შერიგებოდა კესო. ვფიქრობ, კესო რომ დაშორდა, ეს ვერ აიტანა“, - აცხადებს კესარია აბრამიძის მეგობარი.

.

0
335
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0