სხვა შვეიცარიაში მამაკაცი შინამოსამსახურეებს გალიაში კეტავდა,რათა საკუთარი სადისტური ვნებები დაეკმაყოფილებინა 19 სექტემბერი, 17:03
შვეიცარიაში მამაკაცი მოახლეებს ხელბორკილებს ადებდა და გალიაში კეტავდა.
შვეიცარიაში მდიდარმა მამაკაცმა, სექსუალური ვნებების დასაკმაყოფილებლად ორი შინა მოსამსახურე მონად აქცია და თან ცოლსაც ატყუებდა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Blick წერს. 46 წლის IT მენეჯერმა თავისი პირველი მსხვერპლი ინტერნეტში იპოვა. 22 წლის ფილიპინელი მასთან სამუშაოდ 2018 წლის ივლისში მივიდა. შეთანხმების თანახმად, მას კვირაში ექვსი დღე უწევდა საოჯახო საქმეების გაკეთება და მეუღლეებთან მთელი დღის განმავლობაში კონტაქტი უნდა ჰქონოდა. მამაკაცი, რომელიც თვეში 150 000 ფრანკს იღებდა, მას თვეში მხოლოდ 800 შვეიცარიული ფრანკს უხდიდნენ. ამასთანავე დიასახლისის მოთხოვნებში შედიოდა:მოახლის კოსტუმი და თეთრი საცვლები უნდა სცმოდა. მოახლის ერთადერთ დასვენების დღეს მამაკაცმა გოგონას ხელ-ფეხზე ბორკილები დაადო, ყელზე საბელი გაუკეთა და გალიაში გამოკეტა. გოგონა ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებოდა. ოთახში, სადაც მას უნდა დაეძინა, არ ჰქონდა ფანჯარა, მხოლოდ პატარა საწოლი იდგა, საბავშვო სათამაშოები, ვედრო და სათვათალო კამერა იყო. ბრალდებულის მეუღლის თქმით, იგი ეხმარებოდა ქმარს გოგონაზე ხელბორკილების დადებაში, როგორც ქმარმა აუხსნა, რომ ეს ტრენინგის ნაწილი იყო. 2019 წლის აპრილში ფილიპინელმა გაქცევა მოახერხა. მალე წყვილმა დაიქირავა ახალი დიასახლისი - 30 წლის ბრაზილიელი ქალი, რომელსაც გერმანული ენის შესწავლა სურდა, ისინი დაჰპირდნენ გერმანულის გაკვეთილების ორგანიზებაში, მაგრამ ისიც, ფილიპინელი ქალივით გალიაშიც გამომწყვდიეს. ერთი თვის შემდეგ ის სექს-მონობისგან პოლიციამ იხსნა, რომელმაც მომხდარის შესახებ გაქცეული ფილიპინელი ქალისგან შეიტყო. წყვილი დააკავეს. მამაკაცმა დანაშაული აღიარა ადამიანებით ვაჭრობაში, უკანონო პატიმრობაში, გაუპატიურებაში, საბუთების გაყალბებასა და უცხოელების უკანონო დასაქმებაში. სასამართლო ვერდიქტს მომავალ კვირას გამოიტანს. 294 3-ს მოსწონს
|