x
image
Guns N Roses
პარლამენტში პატრიარქი მიბრძანდა

imageგავრცელებული ინფორმაციით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტის დღევანდელ სხდომას დაესწრება. როგორც ცნობილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე უკვე ქუთაისში იმყოფება. სხდომა დღეს 13:00 საათზე დაიწყება ქუთაისში. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის. პირველ სესიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც.
როგორც უკვე ცნობილია პარლმენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიბრძანდა. ასევე ილია II მცირე კომენტარიც გააკეთა. მან ქართველი ხალხი დალოცა. "ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი ბრწყინვალე იქნება. ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა უწმინდესმა. ილია II-სთან ერთად ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ათეულობით სასულიერო პირიც მიბრძანდა.

ასევე ცნობილია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სხდომათა დარბაზში შესვლამდე პარლამენტის შენობის არქიტექტურას გაეცნო. "საინტერესოა, როგორ უნდა გაგრილდეს ამხელა შენობა, თუმცა, არსებობს ისეთი თანამედროვე მილები, რომლის 70%-ის გაგრილება შესაძლებელია, თუ თანამედროვე მილები იქნება დაყენებული", - აღნიშნა ივანიშვილმა.

4
604
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
604
  
2012, 22 ოქტომბერი, 15:18
+++++++++
2012, 21 ოქტომბერი, 13:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 21 ოქტომბერი, 13:31
+1
0 1 4