პოეზია "ღმერთო, ნუთუ ვერასდროს, გნახოს ადამიანმა" - ხარანაულის ლექსი 17 სექტემბერი, 23:12 ქართველი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს დაიბადა, თიანეთში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე. * ღმერთო, ნუთუ ვერასდროს
გნახოს ადამიანმა?
ალერსს მონატრებულ გულს,
ალერსს შეუჩვეველ გულს...
ღმერთო, ნუთუ ვერასდროს
გნახოს ადამიანმა?
რას გვავლევ,
რას გვარონინებ,
ქარავნის აქლემივით,
ღმერთო, ნუთუ ვერასდროს
გნახოს ადამიანმა?
ბესიკ ხარანაული
178 შეფასება არ არის
|