კინო "არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბო**ბი რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!" - სახალისო ისტორია სესილია თაყაიშვილზე 2024, 17 სექტემბერი, 16:14 ![]() 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), გუცას("თოჯინები იცინიან"-1963), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბებია ვაროს("როცა აყვავდა ნუში"1972) მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“, 1978) და სხვა როლები. გთავაზობთ ერთ სახალისო ისტორიას სესილია თაყაიშვილზე, რომელიც ზურაბ ქაფიანიძემ გაიხსენა: „საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – სესილიასთან გასაცნობად მეუღლე მოუყვანია. სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა. – დაუძახე! გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას: – ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის? – აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი? – ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია. სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა: – მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?! ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა. – ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ. ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა“. მთავარ ფოტოზე: კადრები ფილმებიდან "ჩვენი ეზო"(1956 წ.) და "საბუდარელი ჭაბუკი"(1957) 775 1-ს მოსწონს
|