x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონელმა ათასობით შიშველ ქალს "ქვა-შპიონის" მეშვეობით გადაუღო
image

იაპონელი მამაკაცის გარყვნილი ქმედება.მან გადაიღო ასობით შიშველი ქალი "ჯაშუში ქვის " გამოყენებით.



იაპონიაში მამაკაცმა ფარულად გადაუღო ათასამდე ქალს "ჯაშუში" ქვის გამოყენებით.


იაპონიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც კამერით ამზადებდა ქვა_შპიონებს და ფარულად უღებდა ასობით შიშველ ქალს მთის თერმულ წყლებში ბანაობის დროს. ამის შესახებ South China Morning Post წერს.



ფუკუშიმას პრეფექტურის 31 წლის მკვიდრი, რომლის ვინაობა არ სახელდება, მაისში დააკავეს.

ეს ამბავი კი ასე გამჟღავნდა: იამაგატას პრეფექტურაში მთის თერმული წყლების ერთ-ერთმა სტუმარმა შენიშნა უცნაური ანარეკლი აბანოს გვერდით დაგდებულ ერთ-ერთ ქვაზე. მან იეჭვა, რომ შესაძლოა იქ კამერა იყო დამალული და პოლიციას დაუკავშირდა.


სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ქვა მართლაც ხელოვნურად შექმნილი ფარული კამერა იყო. წყაროსთან ჩასაფრება მოაწყვეს და ჩანაწერის ასაღებად მისული შპიონი ქვის მფლობელი დააკავეს. გარყვნილმა მაშინვე აღიარა, რომ კამერა ინტერნეტით იყიდა და მოწყობილობა თიხისა და ყავისფერი პლასტმასის გამოყენებით დაამზადა.

image

კამერამ დააფიქსირა 44 ქალის გადაღება. ამასთან, დაკავებულმა აღიარა, რომ 2022 წლიდან ათავსებდა კამერებს სხვადასხვა წყაროსთან და ჯამში ათასამდე იაპონელი ქალი გადაიღო. ასევე გაირკვა, რომ ის ადრეც იყო ნასამართლევი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.


პროკურორმა გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

imageფოტოზე: ქვა-შპიონი, კამერით, რომელიც იაპონელმა თიხის და ყავისფერი პლასტმასით დაამზადა.



იაპონიის ბევრი მოქალაქე აღშფოთებული დარჩა ასეთი რბილი სასჯელით. უკმაყოფილოები თვლიან, რომ დაზარალებულების კადრები შეიძლება ინტერნეტში მოხვდეს, რამაც შესაძლოა მათი ცხოვრება გაანადგუროს.


ადრე მსგავსი ინიციდენტი მოხდა, მოსკოვის გარეუბანში, ელექტროსტალში, სამხრეთ წყალსაცავის პლაჟის სიახლოვეს ქალების გასახდელში იპოვეს ქვა-შპიონი.

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0