სხვა სკოლის დამლაგებელმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან შეხვედრის შესახებ 50 წლის შემდეგ ისაუბრა 12 აგვისტო, 17:49
სკოლის ყოფილმა დამლაგებელმა შოტლანდიიდან ისაუბრა ამო-სთან შეხვედრის შესახებ.
შოტლანდიელი ხანშიშესული მამაკაცი ამტკიცებს, რომ 50 წლის წინ შეხვდა უცხოპლანეტელებს. ამის შესახებ სკოლის ყოფილმა დამლაგებელმა გამოცემა Daily Mirror-ს უამბო. ჟურნალისტთან საუბარში გორდონ მაკერაჩერმა გაიხსენა, რომ 1974 წლის შემოდგომის ერთ ღამეს პაემნის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა რაღაც უცნაური დაინახა. მაშინ ის მხოლოდ 17 წლის იყო. რაღაც მომენტში მაკერაჩერმა ცაში აიხედა და როგორც ის ამტკიცებს, მიწიდან 30 მეტრზე დაახლოებით ტრაილერის ზომის უცნაური კონუსური ფორმის ყავისფერი ობიექტი შენიშნა. ის უხმაუროდ მოძრაობდა. ფოტოზე: ადგილი სადაც სავარაუდოდ ამო-სთან შეხვედრა მოხდა ახალგაზრდა შოტლანდიელს ობიექტი საკმაოდ უცნაურად მოეჩვენა, ის მივიდა უახლოეს ქუჩის ტელეფონთან, ედინბურგის აეროპორტში დარეკა და შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა, დისპეჩერმა უპასუხა, რომ მაგ ზონიდან საჰაერო სივრცეში არანაირი ობიექტი არ შესულა საჰაერო სივრცეში და რადარმა ასევე ვერ დააფიქსირა რაიმე აქტივობა. დაბნეული მაკერაჩერი სახლში დაბრუნდა და ნანახის შესახებ აღარავისთან უსაუბრია. მან მაშინვე იეჭვა, რომ უცხოპლანეტელები ნახა, მაგრამ არ სურდა სხვებს ეფიქრათ, რომ ის გიჟია. უცნაური კონუსის შესახებ მან უამბო მხოლოდ თავის მეუღლეს, მარგარეტს, ინციდენეტიდან მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი უყურებდნენ გადაცემას უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ. მაკერაჩერმა ასევე წაიკითხა არტურ კლარკის რომანი „იდუმალი სამყარო“ და იქ ნახა დახატული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც ზუსტად ემთხვეოდა იმას, რაც თავად ნახა. ცოტა ხნის წინ მაკერაჩერი სოციალურ ქსელებში წააწყდა ჯგუფს, სადაც ადამიანები უზიარებდნენ უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შემთხვევებს. პენსიონერმა გადაწყვიტა, რომ დუმილი უნდა დაერღვია და მომხმარებლებს ახალგაზრდობის გამოცდილება გაუზიარა. მაკერაჩერს სჯერა, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ სამყაროში და არაფერია სამარცხვინო ამის აღიარებაში. 289 2-ს მოსწონს
|