x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დედა გამოაჩინეო ხალხი რომ წერს, ჩემთვის გაუგებარია... 100-ჯერ დავწერე, რომ...“ - თამუნა მუსერიძე
image

.

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს და პასუხობს იმ ხშირად დასმულ კითხვებს, რომელიც ძირითადად, დედას ეხება.

.


„მესმის, რომ დედის მხარის მიმართ ინტერესი დიდია... მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობა საქართველოში არ ცხოვრობს, მათი ფოტოები რომ დავდო და ვისაუბრო, ასე არ გამოვა. მე პირადად, მირჩევნია და მათაც, როცა შევხვდები, რიგრიგობით გაგაცნოთ. ჯერ აქეთა მხარე ამოწურული არ მაქვს. ესენიც არანაკლებ ულამაზესები არიან... ამიტომაც, მათ შესახებ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით, როცა ჩვენ წავალთ იმ ქალაქში, სადაც ისინი ერთად არიან.

.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო. 100-ჯერ დავწერე, რომ საქართველოში არ არის და ვერ გამოვაჩენ. ფოტო დავდო და დავაწერო, რომ ეს არის დედა?! ეს თქვენთვის რისი მომცემი იქნება?! ჩემი აზრით ჯობს, როცა პირადად ვნახავ, ჭეშმარიტი ემოციების გაცვლა როცა მოხდება ჩვენს შორის, თქვენთვის ეს უფრო საინტერესო იქნება.“ - ამბობს მუსერიძე.

.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ მამა იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა.

.

თამუნა მუსერიძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ისე ზრდიდნენ, ეჭვი არასოდეს გასჩენია, რომ ნაშვილები იყო და ეს მისი ბიოლოგიური ოჯახი არ იყო. მას შემდეგ თამუნა იშვილეს, მუსერიძეების ოჯახს ვაჟიშვილიც შეეძინა. რვა წლის წინ კი ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ სახლის დალაგების დროს თამუნა მუსერიძე წააწყდა დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ნაშვილებია. მას შემდეგ ის ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. თუმცა თავად ჟურნალისტი ამბობდა, რომ სანათესაო გაუწყრა და ამ ბრძოლაში გვერდით არ დადგომია. ბევრს ისიც მიაჩნდა, რომ ამ ნაბიჯით მან ოჯახი შეარცხვინა. ყველაფრის მიუხედავად თამუნა მუსერიძეს ბრძოლა არ შეუწყვეტია, განსაკუთრებით გვერდით დაუდგა მეუღლე სანდრო მიკუჩაძე და ისინი ამ ბრძოლას ერთად გადიოდნენ და მრავალი წლის განმავლობაში არაერთი ტესტი გაკეთდა და არაერთ კუთხეში ჩავიდნენ.

,

ამჯერად თამუნა მუსერიძე პირობას დებს, რომ საზღვარგარეთ დედასთან შეხვედრასაც გეგმავს.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0