სხვა ახალი ამბებით დაღლილობა 10 სექტემბერი, 13:52 გამოგირთავთ ტელევიზორი ან “აგისქროლავთ" სოციალური ქსელის გვერდი, რათა თავი აგერიდებინათ ახალი ამბების მოსმენის ან წაკითხვისგან? ყოველწლიურად მსოფლიოში სულ უფრო მზარდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ახალი ამბებისგან დაიღალა და ინფორმაციას თავს არიდებს. სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ადამიანები ახალ ამბებს თავს არიდებენ სხვადასხვა მიზეზით - არ სურთ ნეგატიური ინფორმაციის მიღება, არ ენდობიან მედიას, ან დაიღალნენ ახალი ამბების უზარმაზარი ნაკადით. “რიუტერ ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის (2024 წ) თანახმად, მთელ მსოფლიოში, ყოველი 10 გამოკითხულიდან დაახლოებით 4 ამბობს, რომ ზოგჯერ, ან ხშირად თავს არიდებს ახალ ამბებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 3%-ით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა. იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ახალ ამბებს ზურგს აქცევს, განსაკუთრებით გაზრდილია ბრაზილიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ფინეთში. ახალი ამბებით დაინტერესების შემცირების გლობალური ტენდენციის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში ახალი ინფორმაციის მიმართ ინტერესი, პირიქით, გაზრდილია. მაგალითად, აშშ-ში, სადაც წელს არჩევნებია დაგეგმილი და საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ინფორმაციულობა მოსახლეობის უფრო მაღალია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 63% იყო. იზრდება სოციალური ქსელების, როგორც ახალი ამბების წყაროს პოპულარობა. რედაქციები ინფორმაციის მიწოდების ახალ გზებს ითვისებენ. 29 შეფასება არ არის
|