x
8 ყველაზე ცუდი საკვები თქვენი ტვინისთვის (გაგრძელება)

შემწვარი საკვები შედის “არა" სიაში. “დიახ" სიაში არის კენკრა, ზეითუნის ზეთი, მთელი მარცვლეული და ომეგა 3. თქველ ალბათ იცით, რომ თავი შეიკავოთ გამაგრილებელი სასმელებისგან. მაგრამ ასევე უნდა უფრთხილდეთ ხილის წვენს, ენერგეტიკულ სასმელებს, და ტკბილ ჩაის. რატომ, გეკითხებით. იგივე მიზეზი, რის გამოც სოდა და შაქარი არის თქვენი ტვინისთვის მავნე საკვები. შაქრის დიდი რაოდენობა იწვევს ნევროლოგიურ ზიანს, რადგან ისინი იწვევენ ანთებას, ამბობს უესლი დელბრიჯი, არდიენის, კვებისა და დიეტის აკადემიის სპიკერი. 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევა “ალცჰაიმერ ენდ დემენსიაში" ადასტურებს ამას. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარურად მოიხმარენ შაქრიან სასმელებს, აქვთ უფრო სუსტი მეხსიერება, უფრო მცირე ტვინის მოცულობა და მნიშვნელოვნად მცირე ჰიპოკამპი - ტვინის ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის, ვიდრე მათ, ვინც არ მოიხმარს. გამოტოვეთ შაქრიანი ტკბილი სასმელები. ხილის წვენის ან ტკბილი ჩაის ნაცვლად, სცადეთ დაატკბოთ წყალი ან ჩაი ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის ნაჭრებით. თეთრი ბრინჯი, თეთრი პური, თეთრი მაკარონი და სხვა დამუშავებული საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსთ არ იწვევენ მხოლოდ სისხლში შაქრის დიდ მწვერვალს, ისინი ასევე არიან ტქვენი ტვინისთვის მავნე საკვებს შორის. კერძოდ, ამ საკვებს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. 2015 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ “ამერიქენ ჯურნალ ოფ ქლინიქ ნუტრიშენში", დადგინა, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებმა შეიძლება გაზარდოს დეპრესიის რისკი პოსტმენოპაუზურ ქალებში. ქალებს, რომლებიც მეტ ლაქტოზას, ბოჭკოვან ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, მეორე მხრივ, დეპრესიის სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენეს. შეცვალეთ თეთრი ნახშირწყლები რთული ნახშირწყლებით, როგორიცაა ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, ქინოა, ქერი და ფარო. ყველა ეს შეიცავს ბოჭკოს, რომელიც კვებავს ნაწლავის ბაქტერიებს და არეგულირებს ანთებას.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0