x
8 ყველაზე ცუდი საკვები თქვენი ტვინისთვის (გაგრძელება)

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ტუნას სენდვიჩი არ არის დიდი საქმე, შეიძლება დაგჭირდეთ ორჯერ დაფიქრება, სანამ ის თქვენ ლანჩზე დაგხვდებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ტუნას- ისევე როგორც ხმელთევზს, ზვიგენს, მეფე სკუმბრიას და კრევეტსი თევზს - ვერცხლისწლის უფრო მაღალი დონე აქვს, ვიდრე ზღვის პროდუქტების სხვა სახეობებს. “ინთეგრეითიდ მედისინში" გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში მძიმე მეტალის მაღალი შემცველობის მქონე კოგნიტური ფუნქციის 5 პროცენტით დაქვეითება ჰქონდათ. მაგრამ თვენ არ გჭირდებათ სამუდამოდ განდევნოთ ზღვის პროდუქტები თქვენი თეფშიდან. მიიღეთ მაღალი ვერცხლისწყლის შემცველი თევზი კვირაში არაუმეტეს ერთხელ, სასურველია თვეში ორჯერ, იმის გათვალისწინებით, რომ ზღვის უძველეს და უდიდეს თევზებს აქვთ ყველაზე მეტი ვერცხლისწყალი, - ამბობს კირკპატრიკი. სანაცვოდ, შეცვალეთ ომეგა3-ით მდიდარი წყაროები, როგორიცაა გარეული ორაგული და ტბის კალმახი, რომლებიც დაკავშირებულია ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან. ალკოჰოლიც გარკვეულ შაქარს შეიცავს, ამბობს დევიდ პერლმუტერი, მედიცინის დოქტორი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ნევროლოგი და ავტორი წიგნისა “მარცვლეული და ტვინი". ავტორის თქმით გასაკვირი სიმართლე არსებობს ხორბლის, ნახშირწლების და შაქრის შესახებ: ისინი თქვენი ტვინის ჩუმი მკვლელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ერთი ჭიქა წითელი ღვინო ნამდვილად შეიძლება იყოს ჯანსაღი, ჭარბი დალევა შეიძლება იყოს ტოქსიკური თქვენი ტვინის ფუნქციონირებისთვის, ასაკის მიუხედავად. კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წელს “ბიემ ჯიში", აჩვენა, რომ ზომიერი დალევა, მაგალითად დღეში დაახლოებით ერთიდან სამ ჭიქამდე, შეიძლება დააზიანოს ტვინი. ჰიპოკამპი განსაკუთრებით დაუცველია. თქვენი ტვინის დასაცავად, შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება არაუმეტეს ერთი ჭიქა სამელით დღეში (ქალებისთვის), ან დღეში 2-ჯერ (მამაკაცებისთვის).

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0