x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
კაცების 15 ჰობი, რომლებიც ქალებს არ მოსწონთ - გამოკითხვის შედეგები
ინტერნეტში გამოქვეყნდა მამაკაცების ყველაზე მიმზიდველი და არამიმზიდველი გატაცებების სია. ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 840 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რას ფიქრობენ ისინი მამაკაცების ჰობიზე. Date Psychology-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს 74 აქტივობის შეფასება.



image



ქალებს სთხოვეს, აერჩიათ ჰობი, რომელიც მიმზიდველია ან არამიმზიდველი კაცებისთვის, ხოლო კაცებმა შეაფასეს, რამდენად მიმზიდველად თვლიდნენ ქალები მათ გატაცებას.



15 ყველაზე მიმზიდველი ჰობი კაცებისთვის

image




კვლევის შედეგებმა დიდი კამათი გამოიწვია. ყველაზე მიმზიდველ გატაცებებს შორის აღმოჩნდა კითხვა, უცხო ენების სწავლა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, კულინარია და დურგლობა - ეს ხუთეული ლიდერობს გამოკითხულ ქალთა შორის.



1. კითხვა - 98, 2%

2. უცხო ენების სწავლა - 95, 6%

3. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა - 95, 4%

4. კულინარია - 95, 1%

5. სადურგლო საქმე - 94, 4%

6. ხატვა - 94, 1%

7. წერა - 93, 8%

8. მებაღეობა - 93, 8%

9. ცურვა - 92, 8%

10. ფოტოგრაფია - 90, 5%

11. ასტრონომია - 90, 5%

12. ლაშქრობა - 90, 0%

13. მშვილდოსნობა - 89, 5%

14. მჭედლობა - 88, 2%

15. მოგზაურობა - 87, 9%



15 ყველაზე არამიმზიდველი ჰობი კაცებისთვის

რაც შეეხება ე.წ. არამიმზიდველ ჰობის, ქალები აღტაცებულნი არ არიან კაცებით, რომლებიც გატაცებულნი არიან კომიქსებით, კრიპტოვალუტით, კოსფლეით, აზარტული თამაშებით ან Funko-ს ფიგურების შეგროვებით.



image



1. კომიქსები - 33, 6%

2. კოსფლეი - 32, 1%

3. დებატები - 30, 5%

4. ალკოჰოლის მოხმარება - 29, 0%

5. კარტის თამაშები - 28, 5%

6. ანიმე - 27, 4%

7. მაკიაჟი - 24, 4%

8. კრიპტოვალუტა - 23, 1%

9. სიგარის მოწევა - 22, 3%

10. კლუბების ვიზიტი - 20, 0%

11. მარიხუანას მოხმარება - 15, 9%

12. Funko-ს ფიგურების შეგროვება - 12, 3%

13. დავები ინტერნეტში - 12, 3%

14. პორნოფილმების ყურება - 10, 8%

15. აზარტული თამაშები - 6, 4%



ამავდროულად, მამაკაცები თვლიან, რომ ქალებს არ მოსწონთ ჰობი, რომელიც დაკავშირებულია კლუბურ ცხოვრებასთან, ალკოჰოლის მიღებასთან და სიგარის მოწევასთან.



image



ზოგადად, შეიძლება აღინიშნოს, რომ ქალები არ იწონებენ ჰობებს, რომლებიც დაკავშირებულია მანკიერებებთან და ანტისოციალურ ქცევასთან. ამავდროულად, დიდად აფასებენ ჰობებს, რომლებიც აჩვენებენ ფიზიკურ და პრაქტიკულ უნარებს, იუმორის გრძნობას და ინტელექტს.



თითქმის ყველა ქალი მაღალ შეფასებას აძლევდა კულინარიულ უნარებს, მაგრამ პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ნადირობა და თევზაობა უფრო ცუდად შეაფასეს, ვიდრე სხვა ჰობი.



image



ცურვა მამაკაცების სპორტული ჰობების სათავეში აღმოჩნდა, ხოლო ორთაბრძოლა და გოლფი არც თუ ისე პოპულარული იყო ქალებში. ფარიკაობა და ცხენოსნობა უფრო მაღალი ქულით შეაფასეს, ვიდრე კრივი ან სროლა, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს უფრო მაღალ სოციალურ სტატუსთან.



საინტერესოა, რომ ვიდეო თამაშები აღმოჩნდა არც ისეთი ცუდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამავდროულად, კითხვამ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. კარგი შედეგი აჩვენა კინომაც, სპექტაკლებსა და კონცერტებზე ვიზიტმაც.



ასევე დაგაინტერესებთ:

თუ გრძნობები გაცივდა: 7 თამაში წყვილებისთვის ურთიერთობის გასამყარებლად

მამაკაცის 6 ჩვევა, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს

მამაკაცის სხეულის რომელი კუნთი იპყრობს ქალების ყურადღებას: გამოკითხვის შედეგები

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
127