x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარტნიორის გაცნობა სუპერმარკეტში-ესპანეთში უცნაური ფლეშმობი გაიმართა ანანასის გამოყენებით
image

ესპანეთში ხალხმა რომანტიული პაემნებისთვის ანანასის გამოყენება დაიწყო.


ესპანეთში მოეწყო ფლეშმობი, რათა დაეხმაროს ადამიანებს სიპერმარკეტში ერთმანეთი გაიცნონ. ამის შესახებ Mansfield 103.2 წერს.


ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში სუპერმარკეტ Mercadona-ს თანამშრომლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, როდესაც მაღაზია გაივსო ხალხით, რომლებიც ანანასებს თავდაყირა ათავსებდნენ სავაჭრო ურიკებში. როგორც გაირკვა, რომანტიკული ურთიერთობის საძიებლად ასობით ესპანელმა სუპერმარკეტების ქსელს მიაკითხა.


image

პირობა ასეთი იყო:სიყვარულის მაძიებელმა უნდა მიაკითხოს სუპერმარკეტ Mercadona-ს საღამოს 7-დან 8 საათამდე და თავდაყირა ამოატრიალოს ანანასი, შემდეგ კი უნდა გაემართოს ღვინის განყოფილებისკენ. ფლეშმობის წესების მიხედვით, თუ ღვინის განყოფილებისკენ მიმავალ ერთი ანანასიანი მყიდველი შეხვდება მეორეს ასევე ამოტრიალებულ ანანასიანს, ესე იგი მოეწონებათ ერთმანეთი, ამ დროს სავაჭრო ურიკები ერთმანეთს უნდა დააჯახონ. ამის შემდეგ წყვილს შეუძლია საუბრის დაწყება.

image

წესების უფრო გართულებულ ვერსიაში, კალათაში ჩადებულმა სხვა პროდუქტები მინიშნებას აძლევს პარტნიორს: მაგალითად, თუ იქ არის შოკოლადები ან ტკბილეული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ეძებს ხანგრძლივ ურთიერთობას. ხოლო თუ პარკოსნები ან სალათი დევა, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი(ქალი) ეძებს ხანმოკლე რომანტიკულ ან სექსუალურ თავგადასავალს.


თავის ოფიციალურ TikTok -ის ექაუნტზე სუპერმარკეტების ქსელი Mercadona გამოეხმაურა ფლეშმობს ასეთი წარწერით: „Mercadona-ს თაროზე დადებული ანანასი გელოდებათ, თუ როდის დაუნიშნავთ მას პაემანს“. აქცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ზოგიერთ მაღაზიაში ანანასი თითქმის აღარ დარჩა.

image

Mercadona-ს წარმატების შემდეგ ფლეშმობში მონაწილეობის მიღება სხვა სუპერმარკეტებმაც მოისურვეს. Lidl-ის მაღაზიათა ქსელმა მსურველებს გაცნობისთვის საზამთროს გამოყენება შესთავაზა.

0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0