x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
ვინ არის თამუნა მუსერიძის მამა?
image

როგორც ცოტა ხნის ცნობილი გახდა ჟურნალისტმა და "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ 8 წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მამა იპოვა.

გუ­შინ თა­მუ­ნამ სოცილიალურ ქსელში ვიდეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ზუგდიდში მისი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი. თა­მუ­ნა მშობ­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და.


გაირკვა მისი ვინაობაც.იგი აღმოჩნდა გურ­გენ ხო­რა­ვა, - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში", არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ფე­ნიქ­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

image

როგორც თავად თამუნა მუსერიძე კომენტრში წერს, გურგენ ხორავას ამჟამინდელი მეუღლე დედამისი არ არის, იმედია თავად ბიოლოგიური მამისგან შეიტყობს, ვინაა თამუნას დედა.

image

თამუნამ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სათაურით "სიძე-სი­მამ­რი" -სადაც გაშლილ სუფრაზე მასთან ერთად, მისი მე­უღ­ლე მი­კუ­ჩა­ძე და გურ­გენ ხო­რა­ვა არი­ან ასა­ხუ­ლი და ახ­ლად ნა­პოვნ მა­მას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად კარგად ილხენენ.






შეგახსენებთ, თამუნა მუსერიძემ 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

2023 BBC-იმ იგი ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0