საზოგადოებრივი XX საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, მაგრამ... 11 სექტემბერი, 8:34 ამ ბოლო წლებში, ეგვიპტის სიძველეების შესწავლა, უკიდურესად პოლიტიზებულია. ქვეყანაში კვლევის ჩატარების უფლება, მხოლოდ იმ არქეოლოგებს აქვთ, ვინც ნებართვა ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ეგვიპტის მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აკრედიტაცია იმ მეცნიერებს ენიჭებათ, რომლებიც აღმოჩენების შემდეგ, «სწორ» დასკვნებს გააკეთებენ. უფრო მეტიც, ასეთი პოლიტიკა, მხოლოდ ბოლო პერიოდში არა შეიმჩნევა – გასული საუკუნის შუა ხანებიდან, ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლები, უძველესი ობიექტების შესწავლას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. მაგ., თუ გსმენიათ ქ. ზავიეტ ელ არიანის (Zawyet El Aryan) შესახებ? მისი ისტორია ნამდვილად რომ საინტერესოა: მე-20 საუკუნის დასაწყისში, არქეოლოგებმა იქ 5 სამარხი და 2 ქვიშით დაფარული პირამიდა აღმოაჩინეს. შვიდივე ობიექტს აკავშირებდა მიწისქვეშა ქალაქი, თავისი ქუჩებითა და შენობებით. გასაკვირია, რომ აღმოჩენილი მუმიები, არასოდეს ყოფილა შესწავლილი. ქალაქი დახურეს და მის ადგილზე, სამხედრო ბაზა დააარსეს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამასთან, მათ არაფრის გადაკეთება არ უცდიათ, გზები და შენობები, ჯარის საჭიროებას იდეალურად მოერგო. ერთადერთი, რაც გააკეთეს, თავდაცვითი კოშკები აღმართეს და ბაზას მაღალი გალავანი შემოავლეს. ზავიეთ ელ-ერიანის ფოტო ამ გადაწყვეტილების გამო, დღემდე უცნობია, თუ ვინ ააშენა მიწისქვეშა ქალაქი და იქ ვისი სამარხები აღმოაჩინეს. ამას ისიც ემატება, რომ ვერ მოიძებნა წერილობითი წყარო, რომელიც ამ უძველესი ქალაქის აშენებაზე, ან თუნდაც არსებობაზე მიუთითებს, ან შესაძლოა, მოიძებნა კიდეც, მაგრამ, საგულდაგულოდ მალავენ... სხვათა შორის, გიზის პირამიდების სტრუქტურებისგან განსხვავებით, აქ უფრო მასიური – 40-დან – 80 ტონამდე წონის ბლოკები და 200 ტონიანი ფილები არის გამოყენებული. როგორ იყო შესაძლებელი, შესაბამისი ტექნიკის გარეშე, ასეთი უზარმაზარი ბლოკებით და ფილებით, რაღაცის აშენება, – საიდუმლოდ რჩება. ბრიტანელმა არქეოლოგებმა, რომლებმაც ეს ქალაქი აღმოაჩინეს, თავიანთ ანგარიშში აღნიშნეს, რომ მიწისქვეშ ბაზალტის სარკოფაგი იყო. მაგრამ, იმის გამო, რომ ის სანახევროდ კედელში იყო ჩაშენებული, მისი გამოღება და კვლევის ჩატარება ვერ მოხერხდა. მიწისქვეშა ქალაქში შესასვლელი ზავიეტ ელ არიანის კიდევ ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი მშენებლობის დროს, გამოყენებული იყო ბაზალტი და გრანიტი, ზემოდან კი, ყველაფერი კვარცის თხელი ფენით იყო დაფარული. რა ტექნოლოგია იძლეოდა ამის გაკეთების საშუალებას, ათასწლეულების წინ და რისთვის იყო გაკეთებული, – უცნობია. ცნობილი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ნაგებობები, ეგვიპტემდე ცივილიზაციას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ნაჩქარევად შეწყდა მიწისქვეშა ქალაქისა კვლევა და სამხედრო ობიექტი, პირდაპირ კულტურულ–ისტორიულ ადგილზე შეიქმნა. არხის სხვა სიახლეები:* არქეოლოგებმა, ოქროსგან დამზადებული, უზარმაზარი არტეფაქტი აღმოაჩინეს* ქუჩის 12 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველდღიურობაში, არის რაღაც განსაკუთრებული* გამოცანა, მხოლოდ მაღალი IQ–ს მქონეებისთვის (პასუხი აქვს)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ313 2-ს მოსწონს
|