x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„8 წლიანი ძიება დასრულებულია“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა
image

.

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ამის შესახებ თამუნამ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.

„8 წლიანი ძიება დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ჩემ ქმარს სანდრო მიკუჩაძეს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო“. – ამბობს ვიდეომიმართვაში თამუნა მუსერიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე სხვა დეტალებს ვერ ამბობს, თუმცა „იმედი აქვს, რომ როდესაც მშობელს პირადად ნახავს, საზოგადოებისთვის ბევრი რამის მოყოლას შეძლებს“. - ამბობს თამუნა მუსერიძე.


.

ორი წლის წინ კი პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელდა, რომ მალე საკუთარ ბიოლოგიურ მამას მიაკვლევდა, . როგორც ის ამბობს, ამერიკაში მცხოვრები გოგონა დაუკავშირდა, ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ მამის მხრიდან თამუნა მუსერიძის ნათესავია. ნია ზარანდიას ახლო ნათესავებს უკვე გაუკეთეს გენეტიკური ტესტები, მხოლოდ ორი მამაკაცი დარჩა, რომელთა შორის, თამუნა მუსერიძე ფიქრობს, რომ მამა შეიძლება იყოს…

.

„არც ერთი მგავს გარეგნულად. არ სჯერათ, რომ მათი შვილი შეიძლება ვიყო და თვითონაც შოკში არიან. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ – 18 წლის, მეორე – 38-ის. 38 წლის რომელიც იყო მაშინ, ის უფრო დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამხელა მამაკაცისგან რომ ქალი ორსულად არის, რატომღა უნდა გააშვილოს ბავშვი?! ბევრი ალოგიკური ამბავია. თუ მამა აღმოჩნდა რომელიმე, დედის კვალზეც გავალ…“ -- აღნიშნავდა თამუნა მუსერიძე 2022 წლის აპრილში.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0