x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკანა სავარძელზე ინტიმური კავშირის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა(ვიდეო)
image

მაღალი გამავლობის ავტომობილი მდინარეში იმ დროს ჩავარდა, როდესაც უკანა სავარძელში მჯდომი წყვილი სექსით იყვნენ დაკავებულნი.



საყვარლები ინტიმური განცხრომის დროს შემთხვევით შეეხნენ სიჩქარის გადაცემათა ბერკეტს, რის შემდეგაც მანქანამ მოძრაობა დაიწყო.


. ფილადელფიაში (აშშ).ამერიკელი წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა Range Rover-ის უკანა სავარძელზე კინაღამ ტრაგედიით დამთავრდა. შუაღამისას ავტომობილი მდინარეში ჩავარდა.



პოლიცია ამბობს, რომ წყვილი ოთხშაბათს, 28 აგვისტოს, სავარაუდოდ მანქანაში ინტიმური კავშირით იყვნენ დაკავებულები, როდესაც მდინარე შუილკილის მახლობლად, დილის 4:15 საათზე. ერთ-ერთმა მათგანი შემთხვევით შეეხო გადაცემათა ბერკეტს, რის შემდეგაც მანქანამ წყლისკენ დაიწყო მოძრაობა, შემდეგ კი გადაბრუნდა და ჩაიძირა Strawberry Mansion-ის ხიდთან.


მძღოლი და მგზავრი, რომელთა ვინაობა არ სახელდება, 2020 წლის Range Rover-ი სანამ ჩაიძირებოდა, გადმოხტომა მოაწრეს. მაშველებმა ავტომობილი მდინარიდან დილის 9 საათზე ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ამ ამბავში მონაწილე პირებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

სხვათა შორის, ეს ინციდენტი მოხდა დაახლოებით ორიოდე კვირის შემდეგ, როდესაც სხვა მანქანა მდინარე შუილკილში საკმაოდ უცნაურ ვითარებაში ჩავარდა. მოწმემ, რომელიც იქვე თევზაობდა, თქვა, რომ სედანი მდინარის მახლობლად მოძრაობდა გზის გასწვრივ, შემდეგ კი მოულოდნელად დაიწყო სიჩქარის შენელება და უკუსვლით ჩავარდა მდინარეში.


შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე კარი ჩაკეტილი იყო, მანქანაში ვერავინ აღმოაჩინა. პოლიცია ამ ფაქტს ამჟამად იძიებს.(ქვემოთ ფოტოზე)


image

0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0